#AHT: საერთაშორისო ვებინარი „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისი“

შაბათს, 16 აპრილს, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - AHT, ქართველი და უცხოელი ენდოსკოპისტების მონაწილეობით, ონლაინ ვებინარი ჩატარდა. „საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა კლინიკური, ენდოსკოპიური და პათოლოგიური პარალელები პაციენტთა შორის“ - ეს იყო ვებინარის თემა, რომელსაც AHT-ის ენდოსკოპიური სამსახურის უფროსი ქირურგი-ენდოსკოპისტი, ირაკლი პაიჭაძე და წარმდგენი გასტროენტეროლოგი-ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ჯანელიძე გაუძღვნენ. ღონისძიება OLYMPUS Continuum-ისა და AHT-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

 

ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ვებინარზე სხვადასხვა პათოლოგიები განიხილეს, თუმცა პარალელურად, კონკრეტული პათოლოგიების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და ბიოფსიის ქეისების ვიდეო-ტრანსლაციაც გაიმართა. ამის შემდეგ, ქართველ და უცხოელ ენდოსკოპისტებს შორის დეტალური განხილვა და დისკუსია შედგა.

 

ირაკლი პაიჭაძის განმარტებით, ამ ღონისძიებით საფუძველი ჩაეყარა OLYMPUS Continuum-ისა და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამომავლო და მდგრად თანამშრომლობას, როგორც სანდო, მაღალი ხარისხისა და რანგის მხარეებისა. მისი თქმით, ვებინარზე ხაზგასმით აღნიშნეს OLYMPUS-ის ტექნიკური შესაძლებლობები და მისი უპირატესობა თანამედროვე პრაქტიკაში, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს, რათა სხვადასხვა დაავადებების მართვაში, ახალი დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო სტანდარტები დანერგონ.

„AHT-ისა და OLYMPUS-ის თანამშრომლობა რეგულარულ ხასიათს მიიღებს, როგორც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტის მქონე კლინიკაში, ასევე საზღვარგარეთ - ახალი პრაქტიკული ასპექტების დასანერგად ჩვენს ჰოსპიტალში“, - განაცხადა ირაკლი პაიჭაძემ.

 

***

OLYMPUS Continuum განათლებისა და ტრენინგების გამოცდილების ყოვლისმომცველი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჯანდაცვის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან. სწავლის შესაძლებლობები მოიცავს პრაქტიკულ კურსებს, ონლაინ სწავლებას, ლექციებს, სემინარებს, ტრენინგებსა და აკრედიტებულ უწყვეტ განათლებას.

OLYMPUS Continuum უზრუნველყოფს უწყვეტი სწავლის შესაძლებლობებს, როგორც ექიმებისა და ქირურგებისთვის, ასევე, ექთნებისა და ტექნიკოსებისთვის.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.