ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (US International Development Finance Corporation (DFC), ყოფილი OPIC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. სწორედ ამიტომ არსებობს შეთანხმება აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის, სადაც დაინტერესებულ მხარეებად წარმოდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რასაკვირველია, ამ ქვეყნების სამედიცინო, სამეცნიერო კვლევითი ინტერესების მატარებელი არაერთი სასწავლებელი თუ ინსტიტუცია. 2011-2015 წლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით გასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თბილისის ცენტრში, დ. უზნაძის 58 / უ. ჩხეიძის 17 ნომერში განთავსებული, უძრავი ქონება (ყოფილი სამედიცინო დაწესებულები), რითაც გამოხატა ნება და ინტერესი ძველი კლინიკების ადგილზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ჰოსპიტალის ამოქმედების თაობაზე. თანხმობის ერთ-ერთი პირობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 18 მილიონი დოლარის ინვესტირება გახლდათ. რეალურად კი ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია, დღეისთვის, უკვე გასცდა 50 მილიონ აშშ დოლარს. 25 000 მ2-ზე გაშენებული, 183-საწოლიანი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. სწორედ ამით, პროექტს გააჩნია ამბიცია - საქართველოს სამედიცინო მომსახურების რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)- ის სრულ აკრედიტაციას.   JCI-ის აკრედიტაციის შესახებ JCI დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აფასებს ჯანდაცვის ორგანიზაციებს და, მაღალი სტანდარტების შემთხვევაში, ანიჭებს მათ აკრედიტაციას. JCI-ის აკრედიტაცია აღიარებულია გლობალურ ლიდერად ჯანდაცვის ხარისხის დაცვასა და პაციენტების უსაფრთხოებაში.   ექსელენს ცენტრები „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამბიციური სამედიცინო კონცეფციაა ექსელენს ცენტრები. ესაა სპეციალიზებული ცენტრები, რომლებიც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ორიენტირებული. ცენტრებს ქართული მედიცინის უმაღლესი კლასის პროფესიონალები ხელმძღვანელობენ. სწორედ მათი ჩართულობით თანამშრომლობს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ქართულ, თურქულ და აშშ-ს საუნივერსიტეტო კლინიკებთან.
  • გულის, სისხლძარღვთა და ფილტვის პათოლოგიების ცენტრი;
  • ნევროლოგიისა და ნეირომეცნიერებათა ცენტრი;
  • ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის ცენტრი;
  • ორთოპედიული ცენტრი;
  • ამბულატორიული ცენტრი.
  მისია და ხედვა ჩვენი მისიაა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება. ვისწავლოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და გავავრცელოთ ცოდნაც. შესაბამისად, მომავალს ასე ვხედავთ - დავეხმაროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ევოლუციაში, გავხდეთ ყველაზე სანდო სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობა.   ჩვენი ღირებულებები
  • პაციენტზე ორიენტირებულობაა;
  • პაციენტის უსაფრთხოება;
  • მომსახურების ხარისხი;
  • პროფესიონალიზმი და გუნდური მუშაობა;
  • ცოდნა და განვითარება;
  • პატივისცემა და თანაგრძნობა;
  • ეთიკური სტანდარტები;
  • ლიდერობა და მართვა;
  • მუდმივი ინოვაცია;
  • პაციენტების იმედი.
 

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.