#AHT: საერთაშორისო კონფერენცია გინეკოლოგიური სიმსივნეების თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ

AHT-სა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ექსპერტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა შედგა

6-7 მაისს, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - AHT, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია, რომელსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უძღვებოდნენ, გინეკოლოგიური სიმსივნეების თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტანდარტებს მიეძღვნა. ორდღიან სამუშაო ფორმატში, მოხსენებით წარსდგნენ დარგის აღიარებული ექსპერტები აშშ-დან, ავსტრიიდან ბელგიიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან. დღეს, ონკოგინეკოლოგიაში სერიოზული გამოწვევებია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი ხედვები თუ უახლესი მიღწევები გაუზიარეს. რაც მთავარია, საფუძველი ჩაეყარა AHT-სა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ექსპერტებს შორის მომავალ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც, მსგავსი ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება.

კონფერენციას, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ რამდენიმე დეპარტამენტი მასპინძლობდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია ჯოხაძის განცხადებით, ონკოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და უმნიშვნელოვანესია, ქართველი ექიმები მუდმივად გრძნობდნენ სამედიცინო პროგრესის მაჯისცემას:

„ზოგადად, გინეკოლოგიურ ონკოლოგიაში უამრავი გამოწვევაა და ამ კონფერენციის მიზანი ის იყო, რომ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება გაგვეზიარებინა. კონფერენციაზე ექსპერტები მოვიწვიეთ აშშ-დან და ევროპიდან, გავიზიარეთ განსხვავებული ონკოლოგიური სკოლების ხედვები და მიდგომები. აღსანისნავია, რომ კლინიკური პრაქტიკა განსხვავდება არა მარტო ამერიკასა და ევროპას შორის, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს შორისაც კი, რასაც მნიშვნელოვნად, ფონანსურ რესურსებზე წვდომა განსაზღვრავს.

აღსანისნავია, რომ კლინიკური პრაქტიკა განსხვავდება არა მარტო ამერიკასა და ევროპას შორის, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს შორისაც კი, რასაც მნიშვნელოვნად, ფონანსურ რესურსებზე წვდომა განსაზღვრავს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩამოვყალიბებულიყავით, როგორ გვეწარმოებინა ჩვენისთანა რესურსშეზღუდულ ქვეყანაში, თანამედროვე ტენდენციების დაცვით, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკა“, - აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.

მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში, უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა უამრავ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან“ უფრო ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე:

„კერძოდ, შევთანხმდით, ვაწარმოოთ ერთობლივი პროექტები, გავცვალოთ კლინიკებს შორის სპეციალისტები, მოვიწვიეთ კოლეგები AHT-ში LIVE ოპერაციების ჩასატარებლად. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხზეც, რომლის დანერგვაც გვინდა ჩვენს ჰოსპიტალში, კერძოდ, ონკოპაციენტთა მკურნალობისშემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა. ამერიკელმა ექსპერტმა, ამ პროგრამის დანერგვის მიზნით, ჩვენი სპეციალისტების ბრაუნის უნივერსიტეტში ტრენინგი შემოგვთავაზა“, - აცხადებს ნათია ჯოხაძე.

სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“, კიდევ უფრო მასშტაბური კონფერენციის გამართვა დაიგეგმა. თუმცა, 6-7 მაისის კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ კონფერენციის მყუდრო ფორმატი ძალიან კომფორტული გამოდგა სამუშაოდ, რადგან ორმხრივი დისკუსია საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.