15-18 იანვარს, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საექთნო დეპარტამენტისთვის ტრენინგ სესია ცნობილი ამერიკელი პროფესორის - მარკ ლევიტის გუნდის Colorectal Team Overseas (CTO) წევრებმა - კონი მანტელმა და კეისი კემპბელმა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც, ექთნებს პაციენტების ოპერაციული და პოსტოპერაციული მოვლის წესები გააცნეს. საუბარია ანორექტალური მალფორმაციებისა და ჰირშპრუნგის დაავადებებზე.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული სასწავლო სესიები პოსტოპერაციული მოვლის შესახებ, როგორც ექთნებისთვის, ასევე იმ პაციენტების მშობლებისთვის, რომლებსაც მარკ ლევიტისა და მისი გუნდის მიერ, ქართველ კოლეგებთან ერთად „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ჩაუტარდათ კოლორექტალური ოპერაციები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა საექთნო საქმიანობაში. განსაკუთრებით მიხარია, რომ აღნიშნულმა ვიზიტმა თბილისის სხვადასხვა კლინიკების საექთნო დეპარტამენტების დაინტერესებაც გამოიწვია. მომავალში მსგავს საერთაშორისო აქტივობებს კიდევ უფრო სისტემატიური ხასიათი ექნება,“ - აღნიშნა AHT-ის საექთნო სამსახურის დირექტორმა, ია გელენიძემ.
On January 15-18, the famous American Prof. Dr. Marc Levitt visited American Hospital Tbilisi with his team of famous surgeons, nurses and volunteers from the USA, Germany, Israel, Great Britain, and the Netherlands. His visit was planned as part of the collaboration between AHT and Children’s National Hospital. #AHTbilisi
