„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT, რენტგენოლოგიურ განყოფილებაში სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის, ვიზუალიზაციის აპარატურის ფართო არჩევანია. რადიოლოგიის დეპარტამენტის მედპერსონალი განსაკუთრებულად ზრუნავს პაციენტებზე - დიაგნოსტიკური რენტგენოლოგები არიან ექიმები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა ვიზუალიზაციის პროცედურებს რთული და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
რადიოლოგი, როგორც სხვადასხვა პროფილის ექიმების ექსპერტი-კონსულტანტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტების ჯანმრთელობაში. რენტგენოლოგები ინტერპრეტაციას უკეთებენ და აცნობებენ მიღებულ სურათებს, ასევე რეკომენდაციას უწევენ მკურნალობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - დამატებით ტესტებსაც. წარმატებული მკურნალობა ზუსტი დიაგნოზით იწყება, კერძოდ, სპეციალისტთა გუნდი ისმენს პაციენტების საჭიროებებს და აფასებს მის მდგომარეობას ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რათა თქვენთვის ყველაზე ადეკვატური და თქვენს საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმა შეადგინონ.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ რენტგენოლოგები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამედიცინო სპეციალობის ბევრ სფეროსთან, რათა პაციენტის სრულყოფილად მოვლა უზრუნველჰყონ. თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მზრუნველობის ჯგუფში შედიან რადიოლოგები და სხვა ექიმები, მათ შორის, კარდიოვასკულარული მედიცინის, უროლოგიის, პედიატრიის, ოტორინოლარინგოლოგიის, თავისა და კისრის ქირურგიის, ონკოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედიული ქირურგიის ან სისხლძარღვთა ქირურგიის გამოცდილი სპეციალისტები.
რადიოლოგები მუშაობენ კვალიფიციურ ტექნოლოგებთან და ექთნებთან, მუდმივად ანახლებენ პროტოკოლებს უახლესი მოვლენების შესაბამისად, რათა თანამედროვე რეპორტაჟებით, ეფექტურად უზრუნველჰყონ გამოსახულების სერვისები. ეს ნიშნავს, რომ პაციენტის ტესტის შედეგები არის შესაბამისი ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც, როგორც წესი, სწრაფად ხელმისაწვდომია და დანიშვნები დაგეგმილია კოორდინირებულად. მაღალკვალიფიციური ექსპერტები ერთად მუშაობენ პაციენტების კეთილდღეობისთვის.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ რეგულარულად ახორციელებს ოქროს სტანდარტის ინვესტიციას წამყვანი გლობალური პროვაიდერების ახალ სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიებში, ამიტომ ჩვენი რადიოლოგები იყენებენ მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიას, რაც თითოეული პაციენტის ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის გასაღებია. მათ შორისაა, რენტგენი (Simens Healthcare, Erlangen, გერმანია); ულტრაბგერა (……….), 128 Slice - კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) (Simens Healthcare, Erlangen, გერმანია) და 3T მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება (MRI) (Magnetom Vida, Simens Healthcare, Erlangen, გერმანია).

რა არის რენტგენი?
რადიოგრაფია ან რენტგენი იყენებს რადიაციის მცირე დოზას შინაგანი ორგანოების გამოსახულების შესაქმნელად. რენტგენი სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა. ეს არის ძალიან ეფექტური გზა ძვლების შესაფასებლად და შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი რიგი დაავადებების გამოსავლენად.
როგორ მუშაობს რენტგენი
მცირე რაოდენობით მაიონებელი გამოსხივება გადის სხეულში. რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის იყენებენ მოწყობილობას, რომელიც გადასცემს რენტგენის სხივებს ელექტრონული გამოსახულების შესაქმნელად.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ძვლებში კალციუმი ბლოკავს რადიაციის გავლას, ჯანსაღი ძვლები თეთრად ან ნაცრისფრად ჩანს. ამის საპირისპიროდ, რადიაცია ადვილად გადის საჰაერო სივრცეებში, ამიტომ ჯანმრთელი ფილტვები შავად ჩანს.
როდის გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევები
ეს ტესტი ძალიან გავრცელებულია და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის უმეტესი უბნების შესამოწმებლად, კერძოდ:
მოტეხილობების დიაგნოსტიკა - ამ ტესტს ყველაზე ხშირად გატეხილი ძვლების აღმოსაჩენად იყენებენ;
დისლოკაციის დიაგნოზი - თუ სახსრის ძვლები არანორმალურადაა განლაგებული, ეს მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევით დგინდება;
ძვლის ან სახსრების დაავადებების დიაგნოზი - მაგალითად, ზოგიერთი სახის კიბო, ართრიტი ან ოსტეოპოროზი;
გულმკერდის დაავადებების დიაგნოზი - როგორებიცაა პნევმონია, ფილტვის კიბო, ემფიზემა ან გულის უკმარისობა;
უცხო საგნების აღმოჩენა - მაგალითად, ლითონის ფრაგმენტები ან გადაყლაპული მონეტები, ძვლები;
დისფაგია და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პრობლემა.
როდის გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევები
ეს ტესტი ძალიან გავრცელებულია და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის უმეტესი უბნების შესამოწმებლად, კერძოდ:
- მოტეხილობების დიაგნოსტიკა - ამ ტესტს ყველაზე ხშირად გატეხილი ძვლების აღმოსაჩენად იყენებენ;
- დისლოკაციის დიაგნოზი - თუ სახსრის ძვლები არანორმალურადაა განლაგებული, ეს მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევით დგინდება;
- ძვლის ან სახსრების დაავადებების დიაგნოზი - მაგალითად, ზოგიერთი სახის კიბო, ართრიტი ან ოსტეოპოროზი;
- ქირურგიული ინსტრუმენტი - რენტგენოლოგიურ კვლევას იყენებმ ქირურგიული ოპერაციის ზუსტად შესასრულებლად. მაგალითად, ამ კვლევას მიმართავენ ორთოპედიული ქირურგი.
- გულმკერდის დაავადებების დიაგნოზი - როგორებიცაა პნევმონია, ფილტვის კიბო, ემფიზემა ან გულის უკმარისობა;
- უცხო საგნების აღმოჩენა - მაგალითად, ლითონის ფრაგმენტები ან გადაყლაპული მონეტები, ძვლები;
- დისფაგია და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პრობლემა.
მზადება რენტგენისთვის
- აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ორსულად იყოთ. ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შესაძლოა, თქვენთვის სულ სხვა ტესტი იყო რეკომენდებული.
ჩვეულებრივ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას არ სჭირდება განსაკუთრებული მომზადება.
ზოგიერთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევაში გამოიყენება იოდის შემცველი კონტრასტული აგენტი (საღებავების სახეობა), რომელიც სურათების დეტალებს აუმჯობესებს ან სხეულის ისეთ სტრუქტურებს ხედავს, როგორებიცაა ნაწლავი ან სისხლძარღვები.
- რენტგენოლოგიური გამოკვლევის პროცედურა
ეს დამოკიდებულია, თქვენი სხეულის რომელ ნაწილს იკვლევთ, რადგან რენტგენის დროს, შესაძლოა, ან მაგიდაზე დაწვეთ ან ბრტყელ ზედაპირზე დადგეთ;
რენტგენის აპარატი ჰგავს მილს, რომელშიც ჩამაგრებულია დიდი ნათურა. სწორედ ეს მილი იქნება მიმართული სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც რენტგენოგრაფმა უნდა გამოიკვლიოს.
• რენტგენი გრძელდება წამით და ვერაფერს იგრძნობთ გამოკვლევის დროს;
• რენტგენის გადაღებისას არ უნდა იმოძრაოთ, რათა მიღებული სურათი არ დაიბინდოს. მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, შეიძლება ერთზე მეტი რენტგენის გადაღება სხვადასხვა რაკურსით;
• ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიურ პროცედურას რამდენიმე წუთი სჭირდება.
- რენტგენის შემდეგ
ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, არავითარი განსაკუთრებული მითითების ან რეკომენდაციის დაცვა არ გჭირდებათ. თუ გამოკვლევას კონტრასტული აგენტის გამოყენებით იტარებთ, ექიმი რენტგენოლოგი კონკრეტულ ინსტრუქციებს მოგცემთ.
მკურნალობა განსხვავდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, თუმცა რენტგენოლოგიური გამოკვლევა უმტკივნეულო და არაინვაზიური პროცედურაა. რადიოაქტიური ტესტის შემდეგ მიღებული რადიაციის დოზა უსაფრთხოდ ითვლება, რადგან დაახლოებით იგივე „დაზიანებას“ იღებთ, რასაც ერთ კვირაში, ჩვეულებრივ გარემო პირობებში მიიღებდით.
კომპიუტერული ტომოგრაფია - CT
კომპიუტერული ტომოგრაფია სამედიცინო გამოსახულებაა, რომელიც იყენებს რენტგენის სხივებს და ციფრულ კომპიუტერულ ტექნოლოგიას სხეულის დეტალური, ორი ან სამგანზომილებიანი გამოსახულების შესაქმნელად.
CT სკანირებას შეუძლია სხეულის ყველა ტიპის სტრუქტურის ერთდროული სურათის შექმნა, მათ შორის, ძვლების, სისხლძარღვებისა და რბილი ქსოვილების ჩათვლით.
როდის იყენებთ CT სკანირებას
CT სკანირებას შეუძლია სხეულში არსებული მრავალი სტრუქტურის, მათ შორის, შინაგანი ორგანოების, სისხლძარღვებისა და ძვლების დეტალური გამოსახულებები. მათი გამოყენება შესაძლებელია დიაგნოსტიკისთვის - ძვლებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებების, სისხლის მიმოქცევის პრობლემების, ინსულტისა და კიბოს დროს, ასევე მდგომარეობის მონიტორინგისთვის - სიმსივნეების ზომის შემოწმების ჩათვლით, კიბოს მკურნალობის დროს და მის შემდეგ.
CT სკანირებას ძირითადად იყენებენ, როდესაც აუცილებელია:
სხეულის ნაწილის სტრუქტურის ან ფორმის შეფასება;
სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, კიბოს დიაგნოსტიკა;
ტრავმის დიაგნოზი;
სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოზი;
კონკრეტული ოპერაციების დაგეგმვა;
ვიზუალური დახმარება გარკვეული ინტერვენციული პროცედურებისას (სხეულის შიგნით შესვლა), როგორებიცაა ბიოფსია ან ნემსით ასპირაცია;
ზოგიერთი სახის საძიებო ან დიაგნოსტიკური ქირურგიის ალტერნატივა.
როდის იყენებთ CT სკანირებას
CT სკანირებას შეუძლია სხეულში არსებული მრავალი სტრუქტურის, მათ შორის, შინაგანი ორგანოების, სისხლძარღვებისა და ძვლების დეტალური გამოსახულებები. მათი გამოყენება შესაძლებელია დიაგნოსტიკისთვის - ძვლებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებების, სისხლის მიმოქცევის პრობლემების, ინსულტისა და კიბოს დროს, ასევე მდგომარეობის მონიტორინგისთვის - სიმსივნეების ზომის შემოწმების ჩათვლით, კიბოს მკურნალობის დროს და მის შემდეგ.
CT სკანირებას ძირითადად იყენებენ, როდესაც აუცილებელია:
- სხეულის ნაწილის სტრუქტურის ან ფორმის შეფასება;
- სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, კიბოს დიაგნოსტიკა;
- ტრავმის დიაგნოზი;
- სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოზი;
- კონკრეტული ოპერაციების დაგეგმვა;
- ვიზუალური დახმარება გარკვეული ინტერვენციული პროცედურებისას (სხეულის შიგნით შესვლა), როგორებიცაა ბიოფსია ან ნემსით ასპირაცია;
- ზოგიერთი სახის საძიებო ან დიაგნოსტიკური ქირურგიის ალტერნატივა.
მომზადება კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის
- თუ გამოკვლევისთვის კონტრასტი გჭირდებათ, გირჩევთ, CT სკანირებამდე რადმდენიმე საათით ადრე, არაფერი მიირთვათ;
- თუ გაქვთ ალერგია, თირკმელების პრობლემები, გულის უკმარისობა, მაღალი წნევა ან თუ იღებთ მედიკამენტებს დიაბეტისთვის, უნდა აცნობოთ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში, გაგიწიოთ სათანადო დახმარება;
- თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, CT სკანირება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, რადგან არსებობს მცირე შანსი, რომ რენტგენმა ნაყოფი დააზიანოს;
- სკანირების დაწყებამდე, იღებთ კონტრასტს, რათა კვლევის შედეგი უფრო ზუსტი, ხოლო გამოსახულება ხარისხიანი იყოს. კონტრასტს იღებთ სასმელის სახით, ან ექიმი სისხლძარღვში შეიყვანს. იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინტრავენური ინექცია ხელს უწყობს უკეთესი გამოსახულების მიღებას, თუმცა შესაძლოა, უცნაური სითბოს შეგრძნება გამოიწვიოს, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდება;

- აპარატურა გამოსცემს ხმებს, მაგრამ არ ინერვიულოთ - ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობაა;
- CT სკანირებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე ან მეტი, რაც დამოკიდებულია სამედიცინო გამოკვლევის ტიპზე.
კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ
- CT სკანირება არაინვაზიური, უმტკივნეულო და შედარებით უსაფრთხო პროცედურაა. ზოგიერთმა პაციენტმა, რომელსაც იოდის შემცველი კონტრასტული მასალის ინექცია უტარდება, შესაძლოა, მცირე ხნით გულისრევა იგრძნოს. იშვიათ შემთხვევებში, ალერგიულ რეაქციასაც იწვევს;
- ჩვეულებრივ, მეძუძურ დედებს არ სჭირდებათ ძუძუთი კვების თავიდან აცილება კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ მაშინაც კი, თუ რენტგენოგრაფმა იოდირებული ინტრავენური საღებავი გამოიყენა;
- CT სკანირების გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები აქამდე არ დაფიქსირებულა.
MRI სკანირების პროცედურა
- პროცედურის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა მოიხსნათ ლითონის ყველა ნივთი, მათ შორის, მაჯის საათი, სამკაულები, გასაღებები. ნივთები დატოვეთ სკანირების ოთახის გარეთ;
- აუცილებლად უნდა დაწვეთ სკანერის მაგიდაზე, რომელიც ცილინდრში შესრიალდება. გამოკვლევის დროს, MRI სკანერი საშუალებას გაძლევთ, ისაუბროთ რენტგენოგრაფებთან;
- მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად იწვეთ, რადგან ნებისმიერი მოძრაობა დაბინდავს ან დაამახინჯებს სურათებს, რაც რადიოლოგს ინტერპრეტაციაში ხელს შეუშლის;
- გამოკვლევის დროს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანერი გამოსცემს ხმებს - კაკუნს, ხმამაღალ ზარებს. ექიმი შემოგთავაზებთ ყურსასმენებს და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მუსიკას მოუსმინოთ;
- MRI სკანირების დროს, შესაძლოა, სითბო იგრძნოთ;
- გამოკვლევის ხასიათიდან გამომდინარე, სკანირების დრო 20 წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება.
რა უნდა გაითვალისწინოთ MRI სკანირების დროს
- მოიხსენით ლითონის ნივთებიშესაძლოა, ლითონის ზოგიერთმა ნივთმა გავლენა იქონიოს MRI სკანირების მაგნიტურ ველზე. აცნობეთ ექიმს ნებისმიერი შიდა მოწყობილობის ან იმპლანტის შესახებ, რომელიც შეიძლება გქონდეთ, მაგალითად, გულის კარდიოსტიმულატორი, ლითონის ფრაგმენტები ან მედიკამენტების ტუმბო.
თქვენ ვერასოდეს გაიკეთებთ MRI-ს, თუ გულის კარდიოსტიმულატორი გაქვთ!
- არ ისაუზმოთთუ მენჯის ან მუცლის MRI სკანირებას იტარებთ, არ ჭამოთ და არ დალიოთ არაფერი პროცედურამდე, სულ მცირე, ხუთი საათით ადრე.
- კლაუსტროფობია- MRI სკანირების დროს, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტს კლაუსტროფობია გაუჩნდეს. ექიმი შემოგთავაზებთ მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, დაისვენოთ პროცედურის დროს.
- ბავშვები– როგორც წესი, პროცედურის დაწყებამდე, ბავშვებს აძლევენ შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რათა დაისვენონ.
MRI სკანირების შემდეგ
MRI სკანირება არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა. მისი გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები აქამდე არ დაფიქსირებულა. MRI სკანირებისას, მკაფიო გამოსახულების მისაღებად, მაიონებელ გამოსხივებას არ იყენებენ.
დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT, მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანაა, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტირება - JCI (Joint Commission International) და განახორციელოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი - თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!