სწორი, დროული და უტყუარი დიაგნოსტიკა ავადმყოფობის დამარცხების გარანტიაა, - ესაა მთავარი მოტივაცია, რის გამოც ირმა ათაბეგაშვილმა საკუთარი პროფესია აირჩია. ირმა ათაბეგაშვილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმ-რადიოლოგი და ექოსკოპისტია. საინტერესო პროფესიული გამოცდილება მან საქართველოსა და უცხოეთის პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობით დააგროვა.
წლების განმავლობაში მუშაობდა ულტრასონოგრაფიის განყოფილებაში საქართველოს წამყვან კლინიკებში. 2013 წლიდან არის რადიოლოგიის ასოციაციის წევრი. საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას ირმა ათაბეგაშვილი სტუდენტებსაც სიამოვნებით უზიარებს. არის „აიეტის“ მოწვეული პედაგოგი.