ირაკლი ავაზაშვილი

რადიოლოგიის პროფესიით ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პერიოდიდან დაინტერესდა. შედეგად, მაღალ დონეზე აითვისა რენტგენ-ლაბორანტის საქმე, რამაც მასში სურათის ფორმირების პრინციპების აღქმა გამოიმუშავა, რაც სამომავლოდ, მაღალი დონის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი წინაპირობა და საფუძველია.

ირაკლი ავაზაშვილმა წარმატებით გაიარა რეზიდენტურა, ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები და ამ პერიოდში დაეუფლა მაღალი დონის, როგორც კლინიკურ, ასევე - რადიოლოგიურ გამოცდილებას. წლების განმავლობაში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა წამყვან, მულტიპროფილურ კლინიკებში, იყო მიწვეული სპეციალისტი-რადიოლოგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
რადიოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2015-2018
ექიმი რადიოლოგის თანაშემწე, შპს „გლობალმედი“;
2014-2021
ექიმი რადიოლოგის თანაშემწე, შპს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;
2014-დღემდე
მოწვეული სპეციალისტი რადიოლოგი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
2014-2018
ექიმი რადიოლოგის თანაშემწე, შპს „ლანცეტი“;
2012-2019
ექიმი რადიოლოგის თანაშემწე, შპს ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკა;
2007-2012
ექიმი რადიოლოგის თანაშემწე, შპს ოჯახის ექიმის სამედიცინო ცენტრი.

განათლება

2003-2009
სამკურნალო ფაკულტეტი, პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.