ნეიროქირურგია & ნეირომეცნიერება

ზოგადი მიმოხილვა 

ნეიროქირურგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მოიცავს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, თავის ქალისა და ხერხემლის პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას. მათ შორის, ისეთ დაავადებებსაც, როგორებიცაა თავისა და ზურგის ტვინის, ხერხემლის სვეტის სიმსივნეები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (ანევრიზმები, არტერიოვენური მალფორმაციები), განვითარების თანდაყოლილი მანკები, არნოლდ-კიარის მალფორმაცია, კრანიოსინოსტოზი, სქოლიოზი, ასევე ხერხემლის კისრის, წელისა და სხვა სეგმენტების ტკივილის სინდრომები.

ნეიროქირურგია მოიცავს:

  • თავის ტვინის ფუნქციური დაავადებების ქირურგიულ მკურნლობას - ეპილეფსიას;
  • თავისა და ხერხემლის სვეტის ტრავმების ქირურგიულ მკურნალობას;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიების მკურნალობას - კარპალური და კუბიტალური გვირაბის სინდრომებს, სიმსივნეებსა და ტრავმულ დაზიანებებს.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.