მალხაზ კინწურაშვილი

კოლეგებთან საუბრისას მალხაზ კინწურაშვილი ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის ექიმების გუნდურობას და კოლაბორაციას. მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე ნეიროქირურგი მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილეა, არის ამერიკის ქირურგთა კოლეჯის წევრი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) ნეიროქირურგიული მიმართულების წარმომადგენელი. ის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. მალხაზ კინწურაშვილი საქართველოს მთლიანობის აღგდენისთვის ომის ვეტერანიცაა, დაჯილდოებულია მედლით საბრძოლო დამსახურებისთვის.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ნეიროქირურგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2018-2021
ნეიროქირურგი, „ევექსის ჰოსპიტლები “ – „ ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკა“;
2013-2018
ნეიროქირურგი, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“;
2012-2013
ნეიროქირურგი, შპს „პირველი საავადმყოფო“;
2011-2012
ნეიროქირურგი, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“;
2010-2011
ნეიროქირურგი, შპს „ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა“;
2003-2010
ნეიროქირურგი, შპს „N4 კლინიკური საავადმყოფო ო.სიგუას სახელობის ნეიროქირურგიული ცენტრი“;
1992-2004
ნეიროქირურგი, „პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი“;
1989-1991
ნეიროქირურგი, „რკინიგზის საავადმყოფო“
1986-1989
ქირურგი, „ხობის რაიონული საავადმყოფო“

განათლება

1992-1995
კლინიკური ასპირანტურა - სპეციალობით ნეიროქირურგია, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი“
1979-1985
სამკურნალო ფაკულტეტი, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი“

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.