პროფ. ედიშერ მაღალაშვილი

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ედიშერ მაღალაშვილი ხშირად ამბობს, რომ ექიმის ყველაზე დიდი შესაძლებლობაა პაციენტებს იმედი გაუღვივოს და სწორ ადგილასაა, რადგან „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მთავარი გამოწვევაა გახდეს პაციენტების იმედის სიმბოლო. სამედიცინო სფეროს ამ საპასუხისმგებლო და სირთულეებით სავსე სპეციალობაში დახელოვნება მან ცხოვრებისეულ გამოწვევად აქცია და ამ სურვილს მრავალჯერ გაჰყვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. ედიშერ მაღალაშილი „საქართველოს ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის“ დამფუძნებელია.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2017
საქართველოს ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის დამფუძნებელი და სამეცნიერო მდივანი;
2014 - present
ნეიროქირურგი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში;
2010-2013
ასისტენტ პროფესორი თბილისის სახელმციფო სამედიცინო უნივერსიტეტში;
2009-2014
ნეიროქირურგი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში.

განათლება

2017
EANS (ევროპის ნეიროქირურგიული საზოგადოებების ასოციაცია) აკადემია
2017
„მედტრონიკ აკადემიის“ კურსი (პრაღა, ჩეხეთი);
2015
EANS-ის (ევროპის ნეიროქირურგიული საზოგადოებების ასოციაცია) სპეციალური კურსი - ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი, (ვერონა, იტალია);
2014
„მედტრონიკ აკადემიის“ ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის სპეციალური კურსი, (ვენა, ავსტრია);
2013-2014
„გ. რუმოს საავადმყოფოს“ სტიპენდიანტი
2002-2008
სარეზიდენტო პროგრამა ბურდენკოს ნეიროქირურგიის ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი);
1996-2002
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი;

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.