„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT ნევროლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს თანამედროვე, მულტიდისციპლინური მიდგომით, მტკიცებულებაზე დამყარებულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს! AHT-ის ნევროლოგიის დეპარტამენტი მართავს ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის/ზურგის ტვინი), პერიფერიული ნაწილის (ნერვული ღეროები, წნულები, ნერვ-კუნთოვანი კავშირებისა და კუნთების დაზიანებით) მიმდინარე დაავადებებს:
  • ეპილეფსია (ეპილეფსიის მძიმე, უმართავი ფორმები);
  • ძილის დარღვევები;
  • ინსულტი (მწვავე ინსულტის მკურნალობა, მედიკამენტური და მექანიკური საშუალებებით);
  • მეხსიერების დარღევები;
  • მოძრაობათა დარღვევები;
  • ანთებით/ინფექციური დაავადებები;
  • თავის, სახისა და სხვა ტკივილის სინდრომი;
  • სხვა ნევროლოგიური პათოლოგიები.
ექიმი ნევროლოგის ჩართულობა საჭიროა ისეთი გადაუდებელი ნევროლოგიური დარღვევების დროს, როგორებიცაა:
  • მწვავე ინსულტი;
  • გულყრა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ცნობიერების ცვლილება (ძილიანობა, კომა) - ამ დროს, სასწრაფოდ რეკავთ 112-ზე და ხორციელდება ჰოსპიტალიზაცია!
ქრონიკული ან სხვა, მწვავე დარღვევების დროს, როდესაც არ ვლინება სიცოცხლისთვის საშიში ნიშნები (ცნობიერების შეცვლა, წნევის მკვეთრი ცვალებადობა და ა.შ.), პაციენტმა უნდა მიაკითხოს ნევროლოგს ამბულატორიულ სივრცეში, მაგალითად:
  • ეპილეფსიის მსუბუქი ფორმების ან ცნობიერების შეცვლა (როდესაც არაა ძლიერი კრუნჩხვითი შეტევა);
  • თავის ტკივილი;
  • ხერხემლის მიდამოს ან კიდურების ტკივილი;
  • მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევა (როცა არაა უეცრად გამოვლენილი მძიმე ფორმები);
  • მეხსიერების დარღვევა;
  • თავბრუსხვევა;
  • წონასწორობის მოშლა;
  • ნევროტული (შიშები, აკვიატებული მდგომარეობა, ფუნქციური დარღვევები) მდგომარეობა.
AHT-ის ნევროლოგიის დეპარტამენტში, პაციენტებს საქართველოსთვის ინოვაციური ეეგ-კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ:
  • ამბულატორიული ეეგ მონიტორინგი - თავზე დამაგრებული ელექტროდებით, პაციენტს უშვებენ სახლში და 24 სთ-ის მანძილზე აწარმოებენ ჩაწერას (როგორც ჰოლტერის მონიტორინგის დროს);
  • თავის ტვინის ქერქის „მეპინგი“ - ინვაზიური პროცედურა, როდესაც ტვინის ზედაპირზე მაგრდება ელექტროდები, რათა გულყრის აღმოცენების ზუსტი ლოკალიზაცია დაზუსტდეს შემდგომი ქირურგიული ჩარევის მიზნით, უმართავი გულყრების დროს;
  ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ნეიროფიზიოლოგიური ლაბორატორია:
  • ეეგ (ხანმოკლე, ხანგრძლივი, ძილის, 24 სთ-იანი ვიდომონიტორინგით), პოლისომნოგრაფია;
  • ელექტრომიოგრაფია (ნერვის, ნერვ-კუნთოვანი და მოტონეირონის დაავადების დროს);
  • მაღალტექნოლოგიური აპარატით ტვინის მკვებავი არტერიების დუპლექსსკანირება;
  • სხვადასხვა მოდალობის MRI T3;
  • კათეტერიზაციის ლაბორატორია - ენდოვასკულარული ინტერვენციები: სტენტირება, თრომბექტომია, „კოილინგი“ - ანევრიზმების გამოთიშვა;
  • ლაბორატორია - გარკვეული ანტიეპილეფსიური და ფსიქოტროპული პრეპარატების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში. 
American Hospital Tbilisi – AHT Department of Neurology is headed by a neurologist, Ioseb Dushashvili.