ნინო გზირიშვილი

განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და პოზიტივით სავსე მედიცინის დოქტორი, რომელმაც ცხოვრება პროფესიულ განვითარებას მიუძღვნა, მარტივად დაგამახსოვრებთ თავს! ნევროლოგი ნინო გზირიშვილი, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ტრენინგები, ვორქშოფები თუ კონფერენციები საკუთარი უნარების ამაღლებაში ეხმარება, ამიტომ ის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილებას მუდმივად ეცნობა. საკვალიფიკაციო პროგრამები ეპილეფტოლოგიასა და ეპილეფსიის პრექირურგიულ დიაგნოსტიკაში მან მსოფლიოს წამყვან ცენტრებში გაიარა. პროფესიული გამოცდილება აიმაღლა გერმანიის, აშშ-ის, თურქეთის და დიდი ბრიტანეთის სასწავლო-სამედიცინო ცენტრებში. საკუთარ გამოცდილებას ის სტუდენტებსაც დიდი ენთუზიაზმით უზიარებს. ნინო გზირიშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ პროფესორი და ლექტორია. ჯანდაცვის ადმინისტრირების სპეციალისტი სამეცნიერო სტატიების ავტორიცაა.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ეპილეფსიისა და ძილის მიმართულების ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-დღემდე
ასისტენტ-პროფესორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
2018-დღემდე
სემინარის ლექტორი კლინიკურ ელექტროენცეფალოგრაფიაში „თ.გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსისთან ბრძოლის ლიგა“;
2018- 2021
გერმანია-საქართველოს პროექტის „ადამიანის ტვინის ქსოვილის ფუნქციური ცვლილებები ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიისა და ტვინის სხვა დაავადებების დროს“, ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი და კლინიკური ნეიროფიზიოლოგია;
2015-2021
ნევროლოგი, კლინიკურ ნეიროფიზიოლოგი - „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“ ;
2012-2013
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიანტი, 1 წლიანი სტაჟირება სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერაჰფაშას ნევროლოგიის დეპარტამენტში (სტამბული, თურქეთი);
2013-2014
სტაჟირება თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის განყოფილება, (ფილადელფია, აშშ);
2012-2013
სტაჟირება სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერაჰფაშას ნევროლოგიის დეპარტამენტი (სტამბული, თურქეთი);
2012
სტაჟირება სტენფორდის უნივერსიტეტის ეპილეფსიის დეპარტამენტში (აშშ);
2009-2011
ლონდონის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის ჰოსპიტლის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კლინიკა (ლონდონი) და ჩალფონტის ეპილეფსიის ცენტრი (დიდი ბრიტანეთი);

განათლება

2018-2019
ჯანდაცვის ადმინისტრირების სპეციალისტი, „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტი“ (GIPA);
2017-2018
კლინიკური ნეიროფიზიოლოგი/ელექტროენცეფალოგრაფიის სპეციალისტი, „თ. გელაძის სახ. საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა“;
2010-2015
მედიცინის დოქტორი, „ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“;
2007-2008
თურქული ენის სპეციალისტი, “თომერის“ უნივერსიტეტი
2001-2007
დიპლომირებული მედიკოსი, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“;

Honors and awards

2011-2012
მოიპოვა შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის „პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის“ სამეცნიერო პროექტით „ეპილეფსიის სუბიექტური ზემოქმედების შეფასება ეპილეფსიის მქონე პირებში“;

კლინიკური ინტერესები

ეპილეფსია

კლინიკური ნეიროფიზიოლოგია

ძილის დარღვევები

პარკინსონის დაავადება

დემენცია

თავბრუსხვევა

შფოთვა

 

 

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.