ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ნევროლოგიური სამსახური მოიცავს მულტიდისციპლინურ სერვის,რომელიც თავის მხრივ იყოფა სტაციონარულ და ამბულატორიულ ნაწილებად;
სტაციონარი განკუთვნილია ზოგადი ნევროლოგიური პროფილის პაციენტებისთვის რომელიც სიმძიმის მიხედვით თავის მხრივ შედგება საპალატე და ინტენსიური ერთეულისგან;ხანგრძლივი ეეგ მონიტორინგის და ძილის დარღვევების სამონიტორინგო ერთეულისგან.
ნევროლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია: მაღალკვალიფიციური ნევროლოგებისგან,ფიზიკური თერაპევტის,მეტყველების და ოკუპაციური თერაპევტისგან,ნეიროფსიქოლოგის და ფსიქიატრისგან,კვალიფიციური საექთნო სამსახურისგან.
ჰოსპიტალი გთავაზობთ უახლესი სტანდარტების ნევროლოგიურ დახმარებას,ახალი ტექნიკით და კლინიკური კვლევებით,თანამედროვე გაიდლაინებზე დაყრდნობით.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ამბულატორიული სერვისი გთავაზობთ:
1.ინსულტის შემდგონი მდგომარეობის მართვა;
2.ნერვკუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
3.ეპილეფსიის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
4.ძილის დარღვვევების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
5.თავის ტკივილის მართვა;
6.პოსტ Covid-19 ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის მართვა;
7.სხვადასხვა დემენციების მართვა;
8.პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა;
9.მოძრაობის დარღვევების მართვა;
10.ვეგეტატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობების მართვა;
11.გაფანტული სკლეროზის მართვა.
ჩვენს ჰმწვავე იშემიური ინსულტის მქონე პაციენტების მკურნალობა თანამედროვე მიდგომით (Stroke team-ის მიერ რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური ნევროლოგების და ნეიროქირურგებისგან,) როგორიცაა ინტრავენური თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თერაპია-მექანიკური თრომბექტომია.
ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი დიაგნოსტიკური აპარატურით რომლითაც შესაძლებელა შემდეგი კვლევების ჩატარება;
1.მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია -3 ტესლა;
2.კომპიუტერული ტომოგრაფია;
3.ელექტროენცეფალოგრაფია;
4.პოლისომნოგრაფია;
5.ელექტრონეირომიოგრაფია;
6.თავის ტვინის სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა;
7.ნერვის ულტრაბგერითი კვლევა;
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.