„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის ონკოლოგიურ მომსახურებას:

  • სისტემურ ქიმიოთერაპიას;
  • ინტრავეზიკულურ ქიმიოთერაპიას;
  • ჰორმონოთერაპიას;
  • ტარგეტულ თერაპიას;
  • იმუნოთერაპიას.

AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, ინოვაცია, პაციენტზე ორიენტირებული სერვისი და უსაფრთხოება.

AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში, პაციენტთა მკურნალობაში ჩართული თითოეული პირი – ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი, ფსიქოლოგი, პაციენტთა სკოლის კოორდინატორი, რეაბილიტაციის სერვისის სპეციალისტი – მუდმივად იღებენ უწყვეტ განათლებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის მიზანია, შესთავაზონ ქართველ პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.

AHT-ში, თოთოეული პაციენტის მკურნალობა იგეგმება ინდივიდუალურად, მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობას პაციენტისთვის ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის შერჩევის პროცესში.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის ონკოლოგიურ მომსახურებას:
  • სისტემურ ქიმიოთერაპიას;
  • ინტრავეზიკულურ ქიმიოთერაპიას;
  • ჰორმონოთერაპიას;
  • ტარგეტულ თერაპიას;
  • იმუნოთერაპიას.
AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, ინოვაცია, პაციენტზე ორიენტირებული სერვისი და უსაფრთხოება. AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში, პაციენტთა მკურნალობაში ჩართული თითოეული პირი - ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი, ფსიქოლოგი, პაციენტთა სკოლის კოორდინატორი, რეაბილიტაციის სერვისის სპეციალისტი - მუდმივად იღებენ უწყვეტ განათლებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის მიზანია, შესთავაზონ ქართველ პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. AHT-ში, თოთოეული პაციენტის მკურნალობა იგეგმება ინდივიდუალურად, მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობას პაციენტისთვის ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის შერჩევის პროცესში. ონკოლოგიური პაციენტებისათვის ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია:
  • მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი;
  • ონკოქირურგიის ყველა მიმართულება;
  • ონკოლოგიის დღის სტაციონარი;
  • 24-საათიანი სტაციონარი, რომელიც მოემსახურება, როგორც გეგმიურ ქიმიოთერაპიას, ასევე მკურნალობის პერიოდში განვითარებული გვერდითი მოვლენებისა და გართულებების მართვას;
  • სისხლის ბანკი;
  • პაციენტთა სკოლა;
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახური;
  • მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობისა და მზრუნველობის სერვისი.
AHT-ის მჭიდრო კონტაქტები ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებთან, პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარი მკურნალობის შესახებ ალტერნატიული აზრი მოისმინონ უცხოეთში მოღვაწე ექსპერტებისგანაც. AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, სადაც პროფესიონალთა დიდი გუნდი მუდმივად ზრუნავს მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე. დეპარტამენტის მედპერსონალი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პაციენტთა უსაფრთხოებას, ამიტომ ქიმიოთერაპიის ადმინისტრირების პროცესი უმცირეს დეტალებამდეა გაწერილი. ნებისმიერი ადამიანური შეცდომის თავიდან არიდების მიზნით, შექმნილია მრავალმხრივი ლოგისტიკური კონტროლის მექანიზმი. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ვრცელდება ციტოტოქსიურ მედიკამენტებთან უშუალო კონტაქტში მყოფ პერსონალზეც. პირველად საქართველოში, AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში დაინერგა მედიკამენტების დახურული სისტემით მომზადების საერთაშორისო პრაქტიკა. ამ მეთოდის გამოყენებით, მინიმუმამდე მცირდება, როგორც პერსონალის, ასევე პაციენტის სახიფათო ნივთიერებებთან კონტაქტის ალბათობა. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის პრიორიტეტია პაციენტის ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ამ იდეით შეიქმნა პაციენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი, რომლის მიზანია, როგორც მკურნალობასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური სტრესისა და დაძაბულობის შემსუბუქება, ასევე მკურნალობის შემდგომი სწრაფი რეაბილიტაცია. One of the most important part of the patient-centered service is the patient school, which is a completely innovative service in the Georgian reality. Pre-treatment orientation course includes educational work with both the patient and his/her family members. The professional medical staff within the Patient School framework provides comprehensive information to the patient about the expected consequences and possible complications associated with the treatment of the disease. In this way the patient is informed and prepared to receive treatment, Better fulfills the recommendations of the doctor and engages with him in the fight against the disease, which is one of the most important preconditions for success. AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გელით - მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიზანია, მკურნალობის შემდგომ, ონკოპაციენტებისთვის ახალი და ნორმალური სიცოცხლის დაბრუნება. ამ პროგრამაში ჩართულია სპეციალისტთა დიდი ჯგუფი:
  • ფსიქოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • დიეტოლოგი;
  • რეაბილიტოლოგი;
  • მასაჟისტი;
  • თერაპევტი;
  • სექსოლოგი.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგი, ნათია ჯოხაძე.  

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.