თითოეული ონკოლოგიური პაციენტის ისტორია უნიკალურია და გამოცდილი პროფესიონალისგან ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, - თვლის ნათია ჯოხაძე, რომელიც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. აშშ-სა და ევროპაში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნათია ჯოხაძემ თანამშრომლობის პირველივე დღიდანვე დაიწყო აქტიური მუშაობა პაციენტზე ორიენტირებული სერვისების სრულყოფაზე. ნათია ჯოხაძისა და მისი გუნდის აქტიურმა მუშაობამ, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთან და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, საფუძველი დაუდო ქვეყნის მასშტაბით კიბოს რეგისტრის დანერგვას. ნათია ჯოხაძეს გავლილი აქვს არა-ერთი პროფესიული გადამზადების კურსი ამერიკასა და ევროპაში, მათ შორის ამერიკის ნაციონალურ კიბოს ინსტიტუტში (NIH/NCI) და ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკაში.