„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის ონკოლოგიურ მომსახურებას:

AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, ინოვაცია, პაციენტზე ორიენტირებული სერვისი და უსაფრთხოება.

AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში, პაციენტთა მკურნალობაში ჩართული თითოეული პირი - ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი, ფსიქოლოგი, პაციენტთა სკოლის კოორდინატორი, რეაბილიტაციის სერვისის სპეციალისტი - მუდმივად იღებენ უწყვეტ განათლებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის მიზანია, შესთავაზონ ქართველ პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.

AHT-ში, თოთოეული პაციენტის მკურნალობა იგეგმება ინდივიდუალურად, მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობას პაციენტისთვის ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის შერჩევის პროცესში.

ონკოლოგიური პაციენტებისათვის ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია:

AHT-ის მჭიდრო კონტაქტები ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებთან, პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარი მკურნალობის შესახებ ალტერნატიული აზრი მოისმინონ უცხოეთში მოღვაწე ექსპერტებისგანაც.

AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, სადაც პროფესიონალთა დიდი გუნდი მუდმივად ზრუნავს მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე. დეპარტამენტის მედპერსონალი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პაციენტთა უსაფრთხოებას, ამიტომ ქიმიოთერაპიის ადმინისტრირების პროცესი უმცირეს დეტალებამდეა გაწერილი.

ნებისმიერი ადამიანური შეცდომის თავიდან არიდების მიზნით, შექმნილია მრავალმხრივი ლოგისტიკური კონტროლის მექანიზმი. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ვრცელდება ციტოტოქსიურ მედიკამენტებთან უშუალო კონტაქტში მყოფ პერსონალზეც. პირველად საქართველოში, AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში დაინერგა მედიკამენტების დახურული სისტემით მომზადების საერთაშორისო პრაქტიკა. ამ მეთოდის გამოყენებით, მინიმუმამდე მცირდება, როგორც პერსონალის, ასევე პაციენტის სახიფათო ნივთიერებებთან კონტაქტის ალბათობა.

ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის პრიორიტეტია პაციენტის ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ამ იდეით შეიქმნა პაციენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი, რომლის მიზანია, როგორც მკურნალობასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური სტრესისა და დაძაბულობის შემსუბუქება, ასევე მკურნალობის შემდგომი სწრაფი რეაბილიტაცია.

პაციენტებზე ორიენტირებული სერვისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია პაციენტთა სკოლა, რაც სრულიად ინოვაციური სერვისია ქართულ რეალობაში. მკურნალობისწინა საორიენტაციო კურსი მოიცავს საგანმანათლებლო მუშაობას, როგორც პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთანაც. პაციენტთა სკოლის ფარგლებში, პროფესიონალი მედპერსონალი ამომწურავ ინფორმაციას აწვდის ავადმყოფს დაავადების, მისი მკურნალობის, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების, მოსალოდნელი შედეგებისა და შესაძლო გართულებების შესახებ. ამგვარად, პაციენტი ინფორმირებული და მომზადებული ეგებება მკურნალობას, უკეთ ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს და მასთან ერთად, გააზრებულად ერთვება დაავადებასთან ბრძოლაში, რაც წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარია!

AHT-ის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გელით - მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიზანია, მკურნალობის შემდგომ, ონკოპაციენტებისთვის ახალი და ნორმალური სიცოცხლის დაბრუნება. ამ პროგრამაში ჩართულია სპეციალისტთა დიდი ჯგუფი:

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგი, ნათია ჯოხაძე.