„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“  ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ზრუნვა და მათი მოვლა კარგად სტრუქტურირებულია – კონსულტაციისა და დიაგნოსტირების გარდა, მნიშვნელოვანია მათი მუდმივი მონიტორინგი და დინამიური მეთვალყურეობა.

AHT-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის კვალიფიციური მედპერსონალი გუნდური მუშაობის პრინციპით გამოირჩევა, როგორც დეპარტამენტში, ასევე ამერიკული ჰოსპიტალის ენდოკრინოლოგიური ქირურგიისა, ნეიროქირურგიის და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოლაბორაციის სახით. 

ენდოკრინოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტში – სათანადო ჩვენების შემთხვევაში ტარდება ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიების, ასევე პანკრეასში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილებში ლოკალიზებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა;

ნეიროქირურგიის დეპარტამენტში – ტარდება ჰიპოფიზის ადენომების ტრანს-ნაზალური, ტრანს-სფენოიდალური ამოკვეთა.

American Hospital Tbilisi – AHT Department of Endocrinology is staffed by highly qualified specialists. Caring and nursing for patients with chronic disease is well-structured – in addition to consultation and diagnosis, their continuous supervision and dynamic monitoring is important.
ენდოკრინოლოგიურ დეპარტამენტში შესაძლებელია შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
  • ჰიპოფიზის დაავადებები;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები;
  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები;
  • პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი;
  • საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვის სინდრომი;
  • ოსტეოპოროზი;
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1;
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • ლიპიდური ცვლის დარღვევები.
AHT-ის ენდოკრინოლოგიურ დეპარტამენტში წარმატებით ფუნქციონირებს დიაბეტის სკოლა, სადაც „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1“-ის მქონე პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის დოზების დამოუკიდებელი გათვლა სრულფასოვან კვებაზე, ინსულინოთერაპიის რეჟიმის ცვლილება ფიზიკური აქტივობისა და სხვადასხვა ინტერკურენტული დაავადებების დროს. ენდოკრინოლოგთან მიმართვა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ამა თუ იმ ენდოკრინული დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ან უკვე დადგენილია ენდოკრინული დაავადება - სათანადო მართვისა და მეთვალყურეობის მიზნით.
ენდოკრინოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში წამყვან როლს ასრულებენ:
  • ლაბორატორიული კვლევები;
  • ფუნქციური ტესტები;
  • ფარისებრი ჯირკვლის, პარათირეოიდული ჯირკვლების, საკვერცხეების, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
  • ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ტარდება ჰიპოფიზის ვიზუალიზაციისთვის ყველაზე ინფორმატიული დინამიური კონტრასტირებით;
  • თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ფარისებრი ჯირკვლის საეჭვო ულტრაბგერითი მახასიათებლების მქონე კვანძის არსებობის შემთხვევაში, ტარდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით და აღებული მასალის ციტოლოგიური გამოკვლევით.
AHT-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის კვალიფიციური მედპერსონალი გუნდური მუშაობის პრინციპით გამოირჩევა, როგორც დეპარტამენტში, ასევე ამერიკული ჰოსპიტალის ენდოკრინოლოგიური ქირურგიისა, ნეიროქირურგიის და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოლაბორაციის სახით.  In the Department of Endocrinology Surgery – Surgical treatment of pathologies of the thyroid gland, parathyroid gland, and adrenal glands, as well as neuroendocrine tumors localized in the pancreas or other parts of the digestive tract is performed. In the Department of Neurosurgery – Trans-nasal, trans-sphenoidal excision of pituitary adenomas is performed. AHT Endocrinology Department of American Hospital Tbilisi is headed by Endocrinologist Nino Gabidzashvili.   დეპარტამენტში დასაქმებულები არიან: Endocrinologist Nana Nakaidze; Endocrinologist Tina Iordanishvili; Resident of Endocrinology Elene Dopidze; Resident of Endocrinology Elene Dzodzuashvili.  

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.