ნანა ნაკაიძე

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ენდოკრინოლოგი ნანა ნაკაიძე ყოველთვის ფიქრობდა, რომ მედიცინა არის ის წერტილი, სადაც მეცნიერება მკაფიოდ იკვეთება ადამიანთან. მაშინაც, როცა სამედიცინო სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამდა, კარგად ჰქონდა გააზრებული საკუთარი მიზნები, რამაც ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად აქცია. უკრაინასა და საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების შემდეგ ის მუდმივად იღრმავებს პროფესიულ უნარებს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრეინინგებში მონაწილეობით. გავლილი აქვს კლინიკური პრაქტიკა ენდოკრინოლოგიაში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, თურქეთში. ნანა ნაკაიძე არის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) წევრი, ასევე დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASD) წევრი.

 

 

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ენდოკრინოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2019 - 2021
ექიმი ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, „ჯოენის სამედიცინო ცენტრი“;
2019-დღემდე
ექიმი ენდოკრინოლოგი, კლინიკა „მრჩეველი“ ;
2018 - 2019
ექიმი ენდოკრინოლოგი, კლინიკა „ჰელსიკორი“;
2012- 2019
ექიმი ენდოკრინოლოგი, კლინიკა „ავერსი“ ;

განათლება

2008-2010
ორდინატურა ენდოკრინოლოგიაში, „მ. გორკის სახ. ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი“, (უკრაინა, დონეცკი);
2002-2008
სამკურნალო ფაკულტეტი, „პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია“;

ასოციაცია

ESE
EASD

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.