ნინო გაბიძაშვილი

არასოდეს დააყენო საკუთარი ინტერესები პაციენტების ინტერესებზე წინ - ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელსაც ექიმი უნდა ფლობდეს. მედიკოსისთვის კი მთავარი ჯილდო ნდობაა, რომელსაც პაციენტისგან იღებს, - თვლის ექიმი ნინო გაბიძაშვილი, რომელიც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ საკუთარ გუნდთან ერთად შემოუერთდა. ნდობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობა მისთვის პრიორიტეტულია. თვლის, რომ სწორედ ესაა პროფესიონალისთვის წარმატების ფორმულაც. ნინო გაბიძაშვილი „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. აცხადებს, რომ მისი სპეციალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ფსიქოლოგიური უნარები. რადგან ენდოკრინული ჯირკვლების რეგულაციას აქვს ძალიან ლოგიკური მექანიზმები, ხოლო დიაბეტოლოგია და სიმსუქნის მართვა ექიმისგან მოითხოვს შეაცვლევინოს ადამიანს ცხოვრების წესი.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-დღემდე
ნეიროენდოკრინოლოგი, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“;
2018 – 2019
ენდოკრინოლოგი, კლინიკა „ჰელსიკორი“;
2017-დღემდე
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა;
2014-დღემდე
ენდოკრინოლოგი, კლინიკა „მრჩეველი“;
2010 – 2018
ენდოკრინოლოგი, კლინიკა „კარდიონეტი“;
2010 – 2017
ენდოკრინოლოგი, „ჯო ენის კლინიკა“;
2008 – 2014
ენდოკრინოლოგი, „ ავერსის“ კლინიკა.

განათლება

2005 – 2007
ორდინატურა ენდოკრინოლოგიაში, „სეჩენოვის სახ. მოსკოვის სამედიცინო აკადემია“;
1999 – 2005
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კლინიკური ინტერესები

ჰიპოფიზის დაავადებები

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები

შაქრიანი დიაბეტი

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.