პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება ან პერიფერიული არტერიის დაავადება, არის ათეროსკლეროზული ფოლაქის დაგროვება კიდურების არტერიებში, რომლებიც ატარებენ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარ სისხლს გულიდან ზემო და ქვემო კიდურებისკენ.
არტერიებს აქვთ ღრუ მილების მსგავსი ფორმა, რომელიც შიგნიდან დაფარულია გლუვი საფარით, აღნიშნული აფერხებს სისხლის შედედებას და ხელს უწყობს სისხლის ნაკადების სტაბილურ მიმოქცევას. პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზული დაავადებისას, ფოლაქი (ცხიმისგან, ქოლესტერინის და სხვა ნივთიერებებისგან შემდგარი), რომელიც თანდათანობით წარმოიქმნება არტერიის კედლებში, ნელ-ნელა ავიწროებს თქვენი არტერიების სანათურს.
უმეტესად ასეთი ფოლაქების გარეთა ზედაპირი მყარია ხოლო შიგნითა შრე რბილი. მყარი ზედაპირი ხშირად მყიფე და ადვილად მსხვრევადია, იბზარება და იშლება, რაც ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის აქტივირებას (სისხლში დისკოს ფორმის ნაწილაკები, რომლებიც მას შედედებაში ეხმარება). შესაბამისად, ფოლაქის გარშემო ყალიბდება სისხლის კოლტები, რაც კიდევ უფრო ავიწროვებს არტერიის სანათურს.
თუ თქვენი არტერიები შევიწროვებული ან დაბლოკილია ათეროსკლეროზული ფოლაქით ან სისხლის კოლტით, სისხლი ვერ აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებამდე. ეს იწვევს ბლოკირების მიღმა მდებარე ქსოვილების დაზიანებას და, საბოლოოდ, ურედულ და ქსოვილოვან სიკვდილს (განგრენას). ყველაზე ხშირად პროცესი ვითარდება ქვედა კიდურების თითებსა და ტერფებზე.
PAD-ის პროგრესირების ტემპი განსხვავდება თითოეული ინდივიდისთვის და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის თქვენს ორგანიზმში ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის ადგილსა და ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
რა არის პერიფერიული არტერიული დაავადების რისკ-ფაქტორები?
მოწევა PAD-ის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. სინამდვილეში, PAD-ით დაავადებულთა 80% ახლანდელი ან ყოფილი მწეველია.
სქესის მიუხედავად, პერიფერიული არტერიული დაავადების განვითარების რისკის ქვეშ ხართ, თუ ერთი ან მეტი შემდეგი რისკ-ფაქტორი აღმოგაჩნდებათ:
- თამბაქოს ნაწარმის გამოყენება (ყველაზე ძლიერი რისკ ფაქტორი);
- დიაბეტი;
- ასაკი 50 წელი და ზემოთ;
- აფრო-ამერიკული წარმომავლობა;.
- გულის ან სისხლძარღვების დაავადების პირადი ან ოჯახური ისტორია.
- მაღალი წნევა (ჰიპერტენზია);
- მაღალი ქოლესტერინი (ჰიპერლიპიდემია);
- მუცლის სიმსუქნე;
- სისხლის შედედების დარღვევები;
- თირკმელების დაავადება (როგორც რისკ-ფაქტორი, ასევე PAD-ის შედეგი).
მიუხედავად იმისა, რომ PAD კორონარული არტერიების დაავადებისგან განსხვავებული მდგომარეობაა, ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთი, სავარაუდოდ - მეორეც აწუხებთ. აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის შეფასებით, PAD-ით დაავადებულ ადამიანს აქვს ექვს-შვიდჯერ მეტი რისკი კორონარული არტერიების დაავადების, გულის შეტევის, ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის (მინი ინსულტის) მიმართ, ვიდრე საერთო პოპულაციას; და პირიქით - გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანს აქვს 3-დან 1 შანსი, რომ ჰქონდეს ქვემო კოდურების პერიფერიული არტერიული დაავადება.
გასაკვირი არ არის, რომ ამ ორ დაავადებას ასევე აქვს საერთო რისკ ფაქტორები. ეს იმიტომ ხდება, რომ აღნიშნული რისკ-ფაქტორები, თქვენი კიდურების არტერიებში იწვევენ იგივე ცვლილებებს, რასაც კორონარული არტერიებში.
როგორც კორონარული არტერიების დაავადების დროს, ამ რისკ-ფაქტორებიდან ბევრი კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, მკვლევარების აზრით, თამბაქოს მოხმარება PAD-ისა და მისი გართულებების ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიცირებადი (ცვლადი) რისკის ფაქტორია. თამბაქოს მოხმარება ზრდის PAD-ის რისკს 400%-ით და აჩქარებს PAD-ის სიმპტომებს განვითარების პროცესს თითქმის 10 წლით. იმავე ასაკის არამწეველებთან შედარებით, PAD-ით დაავადებული მწეველები უფრო მეტად იღუპებიან გულის შეტევით ან ინსულტით.
როგორ მოქმედებს ეს მდგომარეობა ჩემს სხეულზე?
PAD-ის ტიპურ სიმპტომს "კლაუდიკაცია-ხანგამოშვებითი კოჭლობა" ეწოდება, სამედიცინო ტერმინი, რომელიც მიუთითებს ფეხის ტკივილზე, ჩნდება სიარულის ან ვარჯიშის დროს და ქრება დასვენებისას. ტკივილი ჩნდება იმის გამო, რომ თქვენი კიდურების ქსოვილები ვერ იღებენ საკმარის ჟანგბადს.
PAD-ის საშიშროება სცილდება სიარულის სირთულეებს და შედეგები შესაძლოა ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შოპინგის ან გოლფის თამაშის გამოტოვება. პერიფერიული არტერიების დაავადება ზრდის ქვემო კიდურებზე ან ტერფებზე უკურნებელი წყლულების განვითარების რისკს. მძიმე PAD-ის შემთხვევაში, ეს წყლულები შესაძლოა გადაიზარდოს მკვდარი ქსოვილის უბნებად (განგრენა), რაც, საბოლოო ჯამში, წარმოქმნის კიდურის ან ტერფის ამპუტაციის აუცილებელ საჭიროებას.
იმის გამო, რომ თქვენი სხეულის სისხლის მიმოქცევის სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, PAD-ის ეფექტი შესაძლოა გავრცელდეს დაზიანებული კიდურების მიღმა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პერიფერიული არტერიების დაავადება, აქვთ გულის შეტევის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევის (მინი ინსულტის) ან თირკმელების (თირკმლის) არტერიების პრობლემების გაზრდილი რისკი.
რა არის PAD-ის სიმპტომები?
ადამიანების ნახევარს, რომლებსაც აქვთ პერიფერიული არტერიული დაავადება, არ აღენიშნებათ სიმპტომები. კიდურების ტკივილი და დაბუჟება წარმოადგენს სიმპტომური პაციენტების მთავარ ჩივილს. სიარულის დროს, ასევე, შესაძლოა იგრძნოთ სისუსტე ან დაღლილობა. კიდურების დაზიანებული ნაწილები შეიძლება მოიცავდეს წვივის უკანა ნაწილებს, ბარძაყებს ან დუნდულებს.
PAD-ით სისხლძარღვების დაზიანება ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხოლო სიმპტომები შესაძლოა გამოჩნდეს მოგვიანებით ეტაპზე. ბევრს არ აღენიშნება გარეგანი სიმპტომები მანამ, სანამ მათი არტერია 60%-ით ან მეტით არ შევიწროვდება.
ადრეული სიმპტომები
PAD-ის პირველი შესამჩნევი სიმპტომი შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი კოჭლობა, დისკომფორტი, ტკივილი ან კრუნჩხვა, რომელიც:
- ვითარდება აქტივობასთან ერთად
- ქრება დასვენებისას
- ბრუნდება აქტივობის განაახლებასთან ერთად
ტკივილი შესაძლოა შეამჩნიოთ წვივის კუნთებში, ასევე იგრძნოთ ის დუნდულოებში ან ბარძაყებში. ხანგამოშვებით კოჭლობასთან ერთად კიდურებში შესაძლოა განვითარდეს:
- დაბუჟება
- სისუსტე
- სიმძიმე
- დაღლილობა
ტკივილი შეიძლება იყოს საკმარისად ძლიერი, რომ შეზღუდოს თქვენი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მოგწონთ, როგორიცაა სეირნობა ან შვილიშვილების დევნა.
ფეხის კუნთებში სისხლის ნაკადის დაქვეითება იწვევს ამ ტიპის ციკლურ ტკივილს, რომელიც ქრება მოსვენების დროს, რადგან კუნთებს მოსვენების დროს ნაკლები სისხლის ნაკადი სჭირდება.
დაავადების მოგვიანებითი ფაზის სიმპტომები
PAD-ის პროგრესირებისას სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- წვა ან ტკივილი ტერფებსა და თითებში დასვენების დროს, განსაკუთრებით - ღამით, წოლისას
- გრილი/ცივი კანი ტერფებზე
- სიწითლე ან კანის ფერის სხვა ცვლილებები
- გახშირებული ინფექციები
- მოუშუშებელი წყლულები თითებსა და ტერფებზე
დიაგნოსტიკა
კვლევები, რომლებსაც თქვენი ექიმი შეიძლება დაეყრდნოს, მოიცავს:
- ფიზიკალური სამედიცინო დათვალიერება.თქვენმა ექიმმა შეიძლება აღმოაჩინოს PAD-ის ნიშნები ფიზიკური გამოკვლევის დროს, როგორიცაა არტერიის შევიწროებული უბნის ქვემოთ სუსტი ან არარსებული პულსი, შუილი არტერიებზე, რომელიც ისმის სტეტოსკოპით, ჭრილობების შეხორცების გაძნელება აღნიშნულ მიდამოებში. სისხლის ნაკადის შეზღუდვა და დაბალი წნევა დაზიანებულ მიდამოში. არტერიული წნევის გასაზომად, თქვენი ექიმი იყენებს არტერიული წნევის ჩვეულებრივ მანჟეტს და სპეციალურ ულტრაბგერით მოწყობილობას არტერიული წნევის და ნაკადის შესაფასებლად. ასევე შესაძლებელია წნევის გაზომვა სარბენ ბილიკზე სიარულისა და ვარჯიშის დაწყებამდე და ვარჯიშის შემდეგ დაუყოვნებლივ, არტერიების შეკუმშვის ხარისხის დასადგენად სიარულის დროს.
- .
- ექოსკოპია. პერიფერიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ეხმარება ექიმს სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის შეფასებასა და დაბლოკილი ან შევიწროებული არტერიების იდენტიფიცირებაში.
- ანგიოგრაფია. სისხლძარღვებში შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით, თქვენს ექიმს საშუალება ეძლევა სამიზნე არტერიებში შეაფასოს სისხლის ნაკადი. თქვენს ექიმს შეუძლია შეაფასოს საკონტრასტო ნივთიერების ნაკადი ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა რენტგენის სხივები, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (MRA) ან კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია(CTA) კათეტერმიმართული სელექტიური ანგიოგრაფია არის ინვაზიური პროცედურა, რომელიც გულისხმობს პატარა ღრუ მილის (კათეტერის) გატარებას დაზიანებული სისხლძარღვების სიახლოვეს და მათ კონტრასტულ კვლევას. ამ ტიპის კვლევა თქვენს ექიმს საშუალებას აძლევს ზუსტად განსაზღვროს დაზიანების ხარისხი და გავრცელება, რათა სწორად დაგეგმოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
- სისხლის ლაბორატორიული კვლევა.სისხლის ნიმუში შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის გასაზომად და შემოწმდეს დიაბეტის არსებობაზე. განისაზღვროს სისხლის შედედების ფუნქცია.
მკურნალობა
პერიფერიული არტერიის დაავადების მკურნალობას ორი ძირითადი მიზანი აქვს:
- სიმპტომების მართვა, როგორიცაა ფეხის ტკივილი, რათა შეძლოთ ფიზიკური აქტივობის განახლება
- ათეროსკლეროზის პროგრესირების შეჩერება მთელს სხეულში, რათა შემცირდეს ორგანიზმში არსებული არტერიების შემდგომი დაზიანების რისკი.
თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მიზნებს ცხოვრების წესის ცვლილებებით, განსაკუთრებით პერიფერიული არტერიული დაავადების დასაწყისში. თუ ეწევით, სიგარეტისთვის თავის დანებება არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გართულებების რისკის შესამცირებლად. სიარულმა ან სხვა სახის ვარჯიშმა რეგულარულად, გრაფიკის დაცვით, რომელსაც ზედამხედველობით ვარჯიშს უწოდებენ, შესაძლოა მკვეთრად გააუმჯობესოს თქვენი სიმპტომები.
თუ გაქვთ პერიფერიული არტერიული დაავადების ნიშნები ან სიმპტომები, სავარაუდოდ დაგჭირდებათ შემდგომი მედიკამენტური მკურნალობა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ტკივილისა და სხვა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
მედიკამენტები
- ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტები.გულის შეტევისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ მიიღოთ ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი, რომელსაც ეწოდება სტატინი.
პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამიზანე მაჩვენებელია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) შემცირება 100 მილიგრამ/დეცილიტრამდე (მგ/დლ) ან 2,6 მილიმოლზე/ლიტრამდე (მმოლ/ლ). სამიზნე კიდევ უფრო დაბალია, თუ გაქვთ გულის შეტევისა და ინსულტის დამატებითი ძირითადი რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით დიაბეტი ან აქტიური მწეველობა.
- ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სამკურნალო მედიკამენტები.თქვენ ასევე გაქვთ მაღალი წნევა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები მის შესამცირებლად.
მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის მაჩვენებლის 130/80 ვერცხლის წყლის სვეტზე ნაკლები. ეს არის სახელმძღვანელო მაჩვენებელი ყველასთვის, ვისაც აქვს კორონარული არტერიის დაავადება, დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება. 130/80 mm Hg-ის მიღწევა ასევე მიზანია 65 წელზე უფროსი ასაკის და 65 წელზე უმცროსი ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების 10% ან მეტი რისკი მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
- მედიკამენტები სისხლში შაქრის კონტროლისთვის.თუ დადგენილი გაქვთ დიაბეტის დიაგნოზი, სისხლში შაქრის დონის კონტროლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ისაუბრეთ თქვენს ექიმთან სისხლში შაქრის სამიზნე შემცველობის შესახებ და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადადგათ ამ მიზნების მისაღწევად.
- მედიკამენტები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად.იმის გამო, რომ პერიფერიული არტერიული დაავადება დაკავშირებულია თქვენს კიდურებში სისხლის ნაკადის შემცირებასთან, მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება სისხლის გათხელების ხარჯზე.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ყოველდღიური მედიკამენტური თერაპია შედედების დარღვევების პრევენციისთვის.
- ანგიოპლასტიკა და ქირურგიული ჩარევაიმის გამო, რომ პერიფერიული არტერიული დაავადება დაკავშირებულია თქვენს კიდურებში სისხლის ნაკადის შემცირებასთან, მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება სისხლის გათხელების ხარჯზე.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ყოველდღიური მედიკამენტური თერაპია შედედების დარღვევების პრევენციისთვის.
ცხოვრების წესი და სამკურნალო რეკომენდაციები
ბევრ ადამიანს შეუძლია მართოს პერიფერიული არტერიული დაავადების სიმპტომები და შეაჩეროს დაავადების პროგრესირება ცხოვრების წესის ცვლილებით, განსაკუთრებით სიგარეტზე თავის დანებებით. PAD-ის სტაბილიზაციისთვის ან გასაუმჯობესებლად:
- შეწყვიტეთ მოწევა. მოწევა ხელს უწყობს თქვენი არტერიების შევიწროებას და დაზიანებას და წარმოადგენს PAD-ის განვითარებისა და გაუარესების მნიშვნელოვან რისკფაქტორს. თუ ეწევით, სიგარეტისთვის თავის დანებება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გართულებების რისკის შესამცირებლად.
- ივარჯიშეთ. ეს არის ძირითადი კომპონენტი. PAD-ის მკურნალობაში წარმატება ხშირად ფასდება იმით, თუ რამდენად შეგიძლიათ სიარული ტკივილის გარეშე. სათანადო ვარჯიში ეხმარება თქვენს კუნთებს ჟანგბადის უფრო ეფექტურად გამოყენებაში. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ შეადგინოთ შესაბამისი სავარჯიშო გეგმა.
- იკვებეთ ჯანმრთელად. ჯანსაღი დიეტა დაგეხმარებათ არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის კონტროლში, რაც ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.
.
ანგიოპლასტიკა და ქირურგიული ჩარევა
ზოგიერთ შემთხვევაში, პერიფერიული არტერიული დაავადების სამკურნალოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს ანგიოპლასტიკა ან ქირურგიული ჩარევა. ჩარევის ჩვენება განისაზღვრება: კლაუდიკაციის მანძილის, მოსვენებითი ხასიათის ტკივილის ინტენსივობისა და კიდურებზე ქსოვილების სიცოცხლის უნარიანობის განსაზღვრის შემდეგ.
- ანგიოპლასტიკა. ამ პროცედურის დროს პერიფერიული სისხლძარღვში შყვანილი კათეტერი თავსდდება დაზიანებულ არტერიაში, სადაც, კათეტერის წვერზე არსებული ბალონის გაბერვით, ხდება სისხლძარღვის გაფართოება.
ანგიოპლასტიკისას გაფართოებულ სისხლძარღვში თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება შეიყვანოს ბადისებრი მილი (სტენტი), რათა ჩარევის მიდამო შენარჩუნდეს გაფართოვებულ მდგომარეობაში და არ მოხდეს მისი სანათურის დახშობა ფოლაქის ნაწილებით. ეს არის იგივე პროცედურა, რომელსაც ექიმები იყენებენ გულის არტერიების გასახსნელად.
- არტერიების შურტირება.თქვენმა ექიმმა შეიძლება შექმნას შემოვლითი გზა დაბლოკილი არტერიის ირგვლივ, თქვენი სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული სისხლძარღვის ან სინთეზური საპროთეზო მასალის გამოყენებით. ეს ტექნიკა საშუალებას გვაძლევს, დახურული სისხლძარღვის ქვევით, აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა.
- თრომბოლიზური თერაპია.სისხლძარღვში თრომბის არსებობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეიყვანოს თრომბის დამშლელი პრეპარატი, რომეცლიც მოახდენს თრომბის დაშლას და გაანთავისუფლებს სისხლარღვის სანათურს.