#AHT: ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები

„რასაც მიირთმევთ, პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენი სხეულის ნაწილი ხდება“ - ეს გამონათქვამი მკაფიოდ აღწერს ჩვენი ყოველდღიური რაციონის მნიშვნელობას, ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ ყოველდღიურად ვშორდებით ბუნებას და სულ უფრო რთული ხდება მისგან ჯანსაღი პროდუქტების მიღება. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ულუფას და ვაკონტროლოთ რამდენად შეიცავს ის ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს). გადამუშავებული საკვების გაზრდილი მოხმარება, სწრაფი ურბანიზაცია და ცხოვრების წესის ცვლილება, ჩვენი ყოველდღიური რაციონის შეცვლის მიზეზი გახდა და დღეს, ის შედგება მეტი ცხიმების, შაქრისა და მარილისაგან. ამასთან, უმეტესობა ჩვენგანი არ იკვებება ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ბოჭკოებით სავსე ხილით, ბოსტნეულით და ბურღულეულით. 

სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სხეულის და უნდა ვზრუნავდეთ მასზე. ეს უდავოა, თუმცა საიდან დავიწყოთ?

უპირველეს ყოვლისა, გავიცნოთ ექვსი საკვები ნივთიერება, რომელსაც ულუფა უნდა შეიცავდეს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადების მიხედვით, ეს საკვები ნივთიერებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ზრდის, ჯანმრთელობისა და რეპროდუქციისთვის. მეტი სიმარტივისთვის, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აღნიშნული საკვები ნივთიერებები ორ ტიპად დაყო: მიკრონუტრიენტებად და მაკრონუტრიენტებად.

მიკრონუტრიენტები ისეთი საკვები ნივთიერებებია, რომელიც ადამიანს მცირე დოზით სჭირდება და ის მოიცავს ვიტამინებს და მინერალებს. ხოლო, მაკრონუტრიენტებს, ადამიანის ორგანიზმი შედარებით დიდი რაოდენობით მოითხოვს. მაკრონუტრიენტებია: წყალი, ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები. 

რა დანიშნულება აქვთ საკვებ ნივთიერებებს და სად გვხვდება ისინი?

ვიტამინები ჩვენს სხეულს აძლიერებენ და ეხმარებიან უამრავ ასპექტში.

• იმუნური სისტემის გამართვაში

• სიმსივნის გარკვეული სახეობების პრევენციაში (როგორიცაა პროსტატის კიბო)

• კბილებს და ძვლებს სიმტკიცეში

• კალციუმის ათვისებაში

• ჯანმრთელი კანის შენარჩუნებაში

• ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში

• ჯანსაღი სისხლის შენარჩუნებას ორგანიზმში

• ტვინის და ნერვული სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებაში

ბოსტნეულის, ხილის და მჭლე ხორცის მირთმევით, ჩვენს ორგანიზმში ყველა საჭირო ვიტამინი მოხვდება. სხვა შემთხვევაში, მოგიწევთ დანამატის სახით მიიღოთ ვიტამინები, რომ აღმოფხვრათ ან თავი აარიდოთ მათ დეფიციტს.

მინერალები, ასევე მიკრონუტრიენტებია, რომელიც ეხმარება სხეულს are the second type of micronutrients. They help the body to achieve the following: 

• დაიცვას წყლის ბალანსი

• შეინარჩუნოს ჯანმრთელი კანი, თმა და ფრჩხილები

• ხელი შეუშალოს კბილის სტრუქტურის ჩამოშლას

• გააუმჯობესოს ძვლების ჯანმრთელობა და სიმტკიცე

• ხელი შეუშალოს კბილის სტრუქტურის ჩამოშლას

• სისხლის შედედებაში

• ჟანგბადის ცირკულაციაში

• იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში

• სისხლის წნევის დარეგულირებაში

საჭირო მინერალების მიღება შეიძლება რაციონში შემდეგი საკვები პროდუქტების შეტანით: წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, იოდირებული სუფრის მარილი, რძე და სხვა რძის პროდუქტები. ასევე, თხილი, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ფრინველის ხორცი, მარცვლეული, კვერცხის გული, ლობიო და სხვა პარკოსნები.

ცილები მაკრონუტრიენტების წარმომადგენელია, რომელიც ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს სჭირდება ფუნქციონირებისთვის. ისინი ასრულებენ სხვადასხვა ამოცანას. is a macronutrient that every cell in our body needs to function properly. They carry out a variety of tasks, including:

• უზრუნველყოფს კუნთების, ძვლების, თმის და კანის ზრდას და განვითარებას

• ხელს უწყობს ანტისხეულების, ჰორმონების და სხვა აუცილებელი ნივთიერებების წარმოქმნას

• საჭიროების შემთხვევაში ხდება უჯრედების და ქსოვილების საწვავის წყარო

წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები, სოიო, თხილი, ლობიო და სხვა პარკოსნები - პროდუქტებია, საიდანაც ცილების მივიღებთ.

ცხიმები ამარაგებს სხეულს ენერგიით და ეხმარება მას მთელი რიგი ფუნქციების შესრულებაში. ამასთან, აუცილებელია მოვიხმაროთ მხოლოდ ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა მონოუჯერი და პოლიუჯერი. ხოლო, შევზღუდოთ ან თავიდან ავიცილოთ გაჯერებული და ტრანს ცხიმების მიღება. 

ჯანსაღი ცხიმები ეხმარება ორგანიზმს შემდეგში

• უჯრედების ზრდა

• სისხლის შედედება

• ახალი უჯრედების წარმოქმნა

• გულის დაავადებების და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკის შემცირება

• კუნთების ელასტიკურობა

• შაქრის ბალანსი სისხლში

• ტვინის ფუნქციონირება

• მინერალებისა და ვიტამინების ათვისება

• ჰორმონების წარმოქმნა

• იმუნური სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებაში

ამერიკელი დიეტოლოგების მითითებების თანახმად, ადამიანი კალორიების 20-35% ჯანსაღი ცხიმებისგან უნდა იღებდეს. ჩვენ მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმების მიღება შეგვიძლია რამდენიმე საკვებით, მათ შორის თხილით, მცენარეული ზეთებით, ზღვის პროდუქტებით, როგორიცაა ორაგული და თინუსი.

ნახშირწყლები ასევე აუცილებელი საკვები ნივთიერებაა ორგანიზმისთვის. შაქარი და სახამებელი სხეულის ყველა უჯრედსა და ქსოვილს ენერგიით ამარაგებს. არსებობს ნახშირწყლების ორი განსხვავებული ტიპი: მარტივი და კომპლექსური. რეკომენდირებულია შევზღუდოთ ისეთი მარტივი ნახშირწყლების მიღება, როგორიცაა თეთრი პური, მაკარონი და ბრინჯი. სხეული ნახშირწყლების დახმარებით ინარჩუნებს და გამოიმუშავებს

იმუნურ სისტემას

ტვინის ფუნქციებს

ჯანსაღ ნერვულ სისტემას

ენერგიას, დავალებების შესასრულებლად

სრულფასოვან საჭმლის მომნელებელ ფუნქციას

კომპლექსურ ნახშირწყლებს შეიცავს შემდეგი საკვები: ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული, შვრიის ფაფა, ხილი, ქერი და ცომეული. 

წყალი ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა ადამიანისთვის, რადგან მის გარეშე მხოლოდ სამი დღე შესწევს არსებობის უნარი. უმნიშვნელო გაუწყლოებას შეუძლია თავის ტკივილი გამოიწვიოს და შეასუსტოს ფიზიკური თუ მენტალური ფუნქციები. ჩვენი სხეულის 60%-მდე წყალია და ის ყველა უჯრედს სჭირდება ფუნქციონირებისთვის. წყალს გარკვეული დანიშნულება ჩვენი ორგანიზმისთვის აქვს.

ტოქსინების გამოდევნა

· shock absorption

საკვები ნივთიერებების გადატანა

სხეულის დატენიანება

მტკნარი წყლის დალევა შეგიძლიათ ონკანიდან ან მინის ბოთლიდან. ასევე, დამატებით, წყალი შეგიძლიათ მიიღოთ წვნიანი ხილიდან.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.