რთული ოპერაციის შემდეგ, AHT-ის უხუცესი პაციენტი თავს კარგად გრძნობს

A 94-year-old woman was discharged from the general surgery department of American Hospital Tbilisi (AHT) after a serious operation. The eldest  patient of American Hospital Tbilisi, was brought in by her son in a very serious condition. He states that after the difficult operation, which was successfully completed, patient, feels well, for which he thanks the hospital’s medical staff.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ხეროდინაშვილის განმარტებით, რომელმაც ქალბატონ ციალას ურთულესი ოპერაცია გაუკეთა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა მისი ასაკი და თანმხლები დაავადებები.

„კალკულოზური განგრენოზული ქოლეცისტიტის გამო, ქალბატონს ჩაუტარდა ოპერაცია - ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ოპერაციის შემდეგ, ჩვენი უხუცესი პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა შემოსვლისას, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა, როგორც დაავადება, ასევე, ხანდაზმული ასაკი და სხვა, თანმხლები დაავადებები“, - განაცხადა გიორგი ხეროდინაშვილმა.

ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ციალა დოლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე ბინაზეც გაეწერა.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.