#AHT: შფოთვის მართვა ეპილეფსიის მქონე ადამიანებში - ნევროლოგის ძალა

კვლევების თანახმად, შფოთვითი აშლილობის ზოგიერთი ფორმა ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების სულ მცირე 25%-ზე ახდენს გავლენას, მაგრამ შფოთვა არასაკმარისადაა დიაგნოსტირებული და ნამკურნალები. უფრო ხშირად, შესაძლო თვითმკვლელობის რისკის გამო, ყურადღება ექცევა დეპრესიას, თუმცა შფოთვითმა აშლილობამაც შეიძლება გაზარდოს თვითმკვლელობის რისკი. შფოთვა ეპილეფსიის მქონე პირებში უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, ვიდრე დეპრესია ან ეპილეფსიური გულყრების სიხშირე და ეს ასოცირდება ეპილეფსიის ცუდ გამოსავალთან. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახლადდიაგნოსტირებული ეპილეფსიის მქონე ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნათ დეპრესია და შფოთვა (სკრინინგის საფუძველზე), შვიდჯერ უფრო მეტი აქვთ გულყრების განმეორების რისკი, ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით მკურნალობის მიუხედავად, ვიდრე იმ ეპილეფსიის მქონე ადამიანებს, რომელთაც არ აღენიშნათ დეპრესია და შფოთვა.

ეპილეფსია & შფოთვის ტიპები

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) 2011 წლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია შფოთვასა და ეპილეფსიას შორის კავშირის დამყარება. ეპილეფსიის მქონე პაციენტებში შეიძლება რამდენიმე ტიპის შფოთვა იყოს და ბევრი ადამიანი ერთზე მეტი ტიპის შფოთვას განიცდის:  ინტერ-იქტური (გულყრებს შორის) შფოთვითი აშლილობა ყველაზე გავრცელებულია და კრუნჩხვითი გულყრისგან დამოუკიდებელად ვლინდება. მასში შედის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა და სხვა. კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გვერდითი ეფექტით გამოწვეული შფოთვა ან ეპილეფსიის ქირურგიის შემდეგ, ახლად განვითარებული პერი-იქტალური შფოთვა, რომელიც შეიძლება განვითარდეს გულყრამდე 3 დღით ადრე, გულყრის დროს (აურა) ან გულყრიდან 5 დღის შემდეგ;  ხშირად, ეპილეფიასთან ასოცირებული შფოთვა სწორად დიაგნოსტირებული არაა;  გულყრების მართვა ამცირებს ამ შფოთვის სიმპტომებს;   შფოთვა, ასევე, შეიძლება ასოცირებული იყოს გულყრის განმეორების შიშთან (გულყრის ფობია) ან ნეგატიურ დამოკიდებულებასთან ეპილეფსიის დიაგნოზსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან.

შფოთვის სკრინინგი - პირველი ნაბიჯი და საუბრის დამწყები
ბევრი ნევროლოგი ასახელებს დროის სიმცირეს შფოთვითი სკრინინგის განსახორციელებლად. GAD-7 სკრინინგის ხელსაწყოს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რომელსაც თავად პაციენტი ავსებს. იგი გამოიყენება, როგორც ზოგად პოპულაციაში, ასევე ეპილეფსიის მქონე ადამიანებში - შფოთვის სკრინინგის მიზით.

მალე, ჩვენი კლინიკის ბაზაზე, GAD-7 სკრინინგის ხელსაწყოს საშუალებით, ეპილეფსიის მქონე პაციენტების შფოთვის შეფასება დაიწყება, რათა გავაუმჯობესოთ ეპილეფსიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.