#AHT: ტრადიციული საახალწლო საჩუქრები “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პაციენტებს

უკვე ერთი წელია, რაც თბილისის ცენტრში ფუნქციონირებს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის! ერთი წელია, ტრადიციად იქცა საახალწლო სიურპრიზი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, წლის ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს ჰოსპიტლის პალატებში ხვდებიან.

წელსაც, შარშანდელის მსგავსად, AHT-ის გუნდმა ტრადიციულად, იმ პაციენტთა განწყობის ამაღლებაზე იზრუნა, რომლებიც ახალ 2023 წელს, ჩვენს ჰოსპიტალში შეხვდნენ. 31 დეკემბერს, სიმბოლური საჩუქრები პაციენტებს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერჯან აიილდიზმა, მენეჯმენტისა და სამედიცინო მიმართულების სხვა თანამშრომლებთან ერთად გადასცა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა მათ.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გილოცავთ ახალ, 2023 წელს და მადლობას გიხდით, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენ გვანდეთ!

გახსოვდეთ, ჩვენი გამოცდილი ექიმები და ექთნები დაავადებას კი არა, კონკრეტულ ადამიანს მკურნალობენ, რომლის უკანაც მისი ოჯახი და მეგობრები დგანან!

ჩვენ ვმუშაობთ თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა!

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.