ამერიკის სავაჭრო პალატის - AmCham ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ტრადიციული, ამერიკული სტილის პიკნიკი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 246-ე წლისთავს მიეძღვნა, 2 000-მდე ქართველ, ამერიკელ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლეს. წელს, პირველად, AmCham-ის ტრადიციულ პიკნიკს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ - AHT შეუერთდა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების განმარტებით, წლევანდელი ღონისძიების მთავარი სლოგანი იყო - „სწრაფვა უფრო სრულყოფილი კავშირისკენ“. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო და რთული სამუშაო არასდროს სრულდება.
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, პიკნიკის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი, „ბარბექიუ“ და ცოცხალი მუსიკა დახვდათ. AHT, რომელიც გახსნისთანავე AmCham-ის წევრი გახდა, პიკნიკზე სპეციალური კუთხით წარსდა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” იმპროვიზებულ სივრცეში, ქართველ და უცხოელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას ჰოსპიტლის შესახებ. სტუმრებისთვის დაცული, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად, ადგილზე, AHT-ის გადაუდებელი დახმარების ექიმებიც იმყოფებოდნენ. პიკნიკის პატარა სტუმრებმა კომფორტულად მოირგეს ექიმის ფორმა და სახალისო კადრებითაც დაგვამახსოვრეს თავი.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს შეერთებულ შტატებს!