ლაბორატორიის დეპარტამენტი

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT ლაბორატორიის მუშაობა დაფუძნებულია  ხარისხისა და მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებზე. თავის მხრივ, სწორედ ეს სტანდარტებია მაქსიმალურად უშეცდომო დიაგნოსტირების გარანტი – სწორი და დროული შედეგებით.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ლაბორატორიის მუშაობა დაფუძნებულია ხარისხისა და მენეჯმენტის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე. თავის მხრივ, სწორედ ეს სტანდარტებია გარანტია, ექიმს სწორი შედეგი მიაწოდოს, რაზეც დამოკიდებულია საბოლოო დიაგნოზი.   ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის მაღალტექნოლოგიური ანალიზატორებით:
  •  ჰემატოლოგიური ანალიზატორი Sysmex XN 1500 S;
  •  ავტომატური კოაგულომეტრი SYSMEX, CS-2500;
  •  ბიოქიმიის ავტომატური ანალიზატორი cobas C 311;
  •  იმუნოლოგიური ავტომატური ანალიზარტორი cobas E 411;
  •  შარდის ავტომატური ანალიზატორი cobas U 601;
  •  ბაქტერიოლოგიური ავტომატური ანალიზატორი VC BTA3D CLN 120;
  • ბაქტერიების იდენტიფიკაციის ავტომატური ანალიზატორი Vitek 2 Compact - მასზე კვლევებს ასრულებენ მაღალი კვალიფიკაციის ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტები და ექიმები. ყოველდღიური შიდა და გარე ხარისხის კონტროლი იძლევა მაღალი სიზუსტის გარანტიას!
  პროცესი პრეანალიზიდან, ანალიტიკისა და პოსტანალიზის ჩათვლით, ავტომატიზირებულია. ამით შეცდომების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, მიმდინარეობს ყველა პაციენტის ინდივიდუალური განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შედეგის დადასტურება. ლაბორატორიის დეპარტამენტის მიზანია, სრულად დაფაროს ლაბორატორიულ ტესტებზე მოთხოვნილება და დანერგოს ყველა ახალი ლაბორატორიული კვლევა! ჰოსპიტლის მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანაა, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტი - JCI, თუმცა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამ სტანდარტებს შეესაბამება! ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებები:
  •  იმუნოჰემატოლოგია;
  •  კლინიკური;
  •  ბიოქიმია;
  •  იმუნოლოგია;
  •  ჰემოსტაზი;
  •  მოლეკულური დიაგნოსტიკა;
  •  მიკრობიოლოგია;
  •  მორფოლოგია;
  •  ციტოლოგია.
ლაბორატორია მოგემსახურებათ 24 საათის განმავლობაში! ნებისმიერი პაციენტი, რომელიც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ მივა, სრულ ლაბორატორიულ კვლევებს დროულად და ხარისხიანად ჩაიტარებს!   The laboratory department of “American Hospital Tbilisi” is headed by a laboratory doctor, Manana Tsulukidze.  

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.