ლაბორატორიის დეპარტამენტი
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT ლაბორატორიის მუშაობა დაფუძნებულია ხარისხისა და მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებზე. თავის მხრივ, სწორედ ეს სტანდარტებია მაქსიმალურად უშეცდომო დიაგნოსტირების გარანტი – სწორი და დროული შედეგებით.
ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის მაღალტექნოლოგიური ანალიზატორებით:
კვლევებს ასრულებენ ლაბორატორიული მედიცინის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და ექიმები. ყოველდღიური შიდა და გარე ხარისხის კონტროლი იძლევა მაღალი სიზუსტის გარანტიას!
პროცესი – პრეანალიზიდან, ანალიტიკისა და პოსტანალიზის ჩათვლით, შედეგის დადასტურებამდე – ავტომატიზირებულია. დეპარტამენტის მიზანია, სრულად დაფაროს ლაბორატორიული ტესტების სპექტრი. დეპარტამენტი მუშაობს 24/7.
ლაბორატორიული სერვისები:
რა არის ლაბორატორიული კვლევა
თითოეული კონკრეტული კვლევისთვის მასალის აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან დარღვევა კვლევის შედეგზე ისახება. ამის გარეშე, შეუძლებელია ხარისხიანი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება და ზუსტი შედეგების მიღება.
სხვა შემთხვევებში, მასალა კლინიცისტის მითითებით ბარდება.
სწორად მომზადება ლაბორატორიული კვლევებისთვის
კლინიკური და ბიოქიმიური კვლევები:
შარდის ანალიზი:
ბაქტერიოლოგიური კვლევა:
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR):
გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი:
ხშირად დასმული კითხვები:
– როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის, როდესაც სისხლში უნდა განისაზღვროს შარდმჟავა?
– აუცილებლად დაიცავით დიეტა. მოერიდეთ პურ-პუნთუშეულს და სამი დღის განმავლობაში, არ მიიღოთ ხორცი, თევზი, წითელი ღვინო, კვერცხი, ყველი, ღვიძლი.
– როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის, როდესაც სისხლში უნდა განისაზღვროს რკინა, მაგნიუმი და ფოსფორი?
– იმ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებების შემცველ პრეპარატებს იღებთ, ანალიზი ჩააბარეთ მათი შეწყვეტიდან 10-14 დღის შემდეგ.
გინეკოლოგიური ნაცხი:
ფეკალური მასა:
კვლევა ფარულ სისხლდენაზე:
– რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა სასქესო ჰორმონების (FSH, LH, ესტრადიოლი, პროლაქტინი, ტესტოსტერონი, პროგესტერონი, ანტიმიულერის ჰორმონი) ანალიზისთვის?
– FSH, LH, ესტრადიოლის, პროლაქტინის, ტესტოსტერონის კვლევები ტარდება მენსტრუალური ციკლის მესამე-მეშვიდე დღეს, ხოლო პროგესტერონი – მენსტრუალური ციკლის 21-ე დღეს, ან ექიმის მითითებით. რაც შეეხება ანტიმიულერის ჰორმონს, მისი შესწავლა არ არის დამოკიდებული მენსტრუალური ციკლის ფაზაზე.
– როგორ მოვემზადოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (TG, TSH, T3, T4) ანალიზისთვის?
– კვლევა უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი პრეპარატების მიღებიდან 24 საათის შემდეგ. ანალიზამდე ორი-სამი დღით ადრე, გამორიცხეთ იოდის შემცველი საკვებისა და მედიკამენტების (ზღვის პროდუქტები, ნიგოზი, იოდირებული მარილი და ა.შ.) მიღება.
– როგორ განვსაზღვროთ გლუკოზა სისხლში?
– ანალიზი ტარდება მკაცრად უზმოდ. არ არის რეკომენდებული პირის ღრუს ჰიგიენა და საღეჭი რეზინის მოხმარება.
– რისთვისაა საჭირო სიმსივნური მარკერების ტესტი?
– ეს ტესტი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკრეტული ნივთიერებები, რომლებსაც სიმსივნე წარმოქმნის. სიმსივნური მარკერების ტესტი გამოიყენება დიაგნოსტიკისა და დაავადების მონიტორინგისთვის.
– თუ ორი, სხვადასხვა ლაბორატორიიდან ერთი და იგივე ანალიზის განსხვავებული შედეგები მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ ერთ–ერთმა შეცდომა დაუშვა?
– არა, რადგან ზოგიერთი ადამიანი მოქმედებს პრინციპით – „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. ისინი ერთსა და იმავე ტესტებს სხვადასხვა ლაბორატორიაში გადიან და ზოგჯერ, ასეთი გადაკვეთის გამო, განსხვავებულ შედეგებს იღებენ. უმეტეს შემთხვევაში, ეს შეცდომა კი არა, კონკრეტული ლაბორატორიის შესაძლებლობებია, რაც გამოიხატება კვლევის სხვადასხვა მეთოდში, ტესტ-სისტემების მგრძნობელობაში და სხვა. ცალკეულ შემთხვევებში, ასეთი სხვაობის მიზეზია, როგორ მოემზადა პაციენტი კვლევისთვის, როგორი იყო მისი დიეტა, რა დროს შეაგროვა ბიომასალა, რა ტემპერატურაზე შეინახა და როგორი ემოციური დატვირთვა ჰქონდა.
სხვადასხვა ლაბორატორიაში ტესტების ჩატარებამდე, შეამოწმეთ, არის თუ არა მათი შესაძლებლობები თანაბარი. ათიდან შვიდ შემთხვევაში, შეუსაბამობა წარმოიქმნება ტესტებისთვის მომზადების პირობების სხვაობის გამო. სანამ ექიმი დაიწყებს მიღებული მონაცემების გაშიფვრას, არ დაგავიწყდეთ, უთხრათ, ტესტისთვის მომზადების ყველა საჭირო დეტალი.
ანალიზები სპეციალისტმა უნდა შეადაროს, რადგან არსებობს სხვადასხვა პირობებში შესრულებულ კვლევებს შორის ლაბორატორიული კრიტერიუმით დასაშვები განსხვავება. მაგალითად, თუ ერთ კლინიკაში ჰემოგლობინია 12, 4 და მეორეში – 12, 1, ხოლო ცილა ერთგან 72-ია, მეორეგან – 70, ეს დასაშვები განსხვავებაა, ამიტომ ანალიზები სპეციალისტმა უნდა შეაფასოს!
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ლაბორატორიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ექიმი ლაბორანტი მანანა წულუკიძე.
„ვემზადებით თქვენი ვიზიტისთვის“
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანაა, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტირება – JCI (Joint Commission International) და განახორციელოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი – თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.