#AHT: მზრუნველობამოკლებულ პატარებს AHT-მ შობა-ახალი წელი მიულოცა

თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული, საბავშვო ლიტერატურა, სახატავი რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები - ეს იმ საჩუქრების მცირე ჩამონათვალია, რითაც „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა სახლს დაეხმარა და შობა-ახალი წლის დღეები გაულამაზა.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ახალი წლის დღეებში, AHT მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვებს დაეხმარა. ზამთრის ცივი, უფერული დღეების გასათბობად, გასაფერადებლად და მშობლების სითბომოკლებული პატარების წასახალისებლად, AHT-ის წარმომადგენლებმა საზეიმო განწყობა შეუქმნეს პატარებს.

საჩუქრებს შორის იყო „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბრენდირებული სასაჩუქრე ბოქსიც, რომელიც პატარებს განსაკუთრებით მოეწონათ.

ზამთრის ცივი, სუსხიანი, მაგრამ მზრუნველობამოკლებული პატარების გაბრწყინებული თვალებით განათებული დღე, AHT-ის ორგანიზებული ტრენინგით დასრულდა, რომელიც ხელების ჰიგიენას მიეძღვნა. AHT-ის ექთნებმა პატარებს ხელების სწორად დაბანის წესები გააცნეს.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.