#AHT 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“

ქალთა საერთაშორისო დღე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ – AHT, უჩვეულო ფუსფუსით და მოულოდნელი, სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო. დილით, ჰოსპიტლის ფოიეში, თანამშრომელ ქალბატონებს აღმასრულებელი დირექტორი – ერჯან აიილდიზი, სამედიცინო დირექტორთან – ირაკლი გოგოხიასთან და სამედიცინო დირექტორის მოადგილესთან – დავით ნიკოლეიშვილთან ერთად დახვდა. ქალბატონები სპეციალურად მოწყობილ მაგიდასთან მიიპატიჟეს, სადაც ყვავილებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.


„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს! გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას! მიიღეთ ეს სიმბოლური საჩუქრები და გახსოვდეთ, რომ თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! მადლობას გიხდით გუნდურობისა და ერთგულებისთვის“ – ასე მიულოცა ერჯან აიილდიზმა 8 მარტი თანამშრომელ ქალბატონებს.

8 მარტის სიურპრიზი „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ამით არ ამოწურულა. თანამშრომლების გარდა, დასაჩუქრდა ყველა პაციენტი, სტუმარი და ვიზიტორი ქალბატონი, რომელიც ამ დღეს ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

„მადლობას გიხდით ნდობისთვის! გმადლობთ, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ ჩვენ გვანდეთ! გახსოვდეთ, ჩვენ ვესმის, რომ მედიცინა არის ზრუნვა, სითბო, თანაგრძნობა, პატივისცემა, ურთიერთგაგება და გაცილებით მეტი, ვიდრე წამალი ან ქირურგიული დანა“ – ამ სიტყვებით კი პაციენტებსა და სტუმრებს შეხვდნენ.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.