სისხლძარღვთა ქირურგია არის ქირურგიული სპეციალობა, რომელიც ფოკუსირებულია სისხლძარღვთა სისტემაზე – მოიცავს როგორც მსხვილ ის მცირე კალიბრის სისხლძარღვთა დაავადებებს, – ასევე ლიმფურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილოვანი სითხის დაბრუნებას ცირკულაციაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია საერთო ჯანმრთელობისთვის. როდესაც სისხლი ადვილად მიედინება სხეულში, ის აწვდის ქსოვილებსა და ორგანოებს საჭირო ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. სისხლძარღვების ტრავმული დაზიანება ან გამოიხატება, როგორც იოლი მდგომარეობით, როგორიცაა ვენების ვარიკოზული დაავადება, ისე სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენითა და იშემიური ინსულტით
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სისხლძარღვთა ქირურგიულ დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ღია ქირურგიული და მცირე ინვაზიური პროცედურები, როგორც მაგისტრალურ, ისე პერიფერიულ სისხლძარღვებზე.
სისხლძარღვთა ქირურგია არის ქირურგიული სპეციალობა, რომელიც ფოკუსირებულია სისხლძარღვთა სისტემაზე – მოიცავს როგორც მსხვილ ის მცირე კალიბრის სისხლძარღვთა დაავადებებს, – ასევე ლიმფურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილოვანი სითხის დაბრუნებას ცირკულაციაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია საერთო ჯანმრთელობისთვის. როდესაც სისხლი ადვილად მიედინება სხეულში, ის აწვდის ქსოვილებსა და ორგანოებს საჭირო ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. სისხლძარღვების ტრავმული დაზიანება ან გამოიხატება, როგორც იოლი მდგომარეობით, როგორიცაა ვენების ვარიკოზული დაავადება, ისე სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენითა და იშემიური ინსულტით
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სისხლძარღვთა ქირურგიულ დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ღია ქირურგიული და მცირე ინვაზიური პროცედურები, როგორც მაგისტრალურ, ისე პერიფერიულ სისხლძარღვებზე.
ღია ოპერაციის დროს, ხდება მუცლის გაკვეთა და ქირურგი ცვლის აორტის დაზიანებულ მონაკვეთს სისხლძარღვის პროთეზით. ეს კეთდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. თქვენ ჩვეულებრივ საავადმყოფოში დარჩებით ოპერაციიდან 7-დან 10 დღემდე, ხოლო სრულ გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება.
აორტოკავალური ფისტულა არის არაბუნებრივი სისხლძარღვოვანი კომუნიკაცია აორტის ანევრიზმსა და ქვემო ღრუ ვენას შორის. მდგომარეობა ძალიან იშვიათია და სიცოცხლისათვის საშიში. ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით. მისი მკურნალობა შესაძლებელია ენდოვასკულარული ან ღია ქირურგიული მეთოდით.
აორტოენტერალური ფისტულა არის არაბუნებრივი კომუნიკაცია აორტის ანევრიზმსა და ნაწლავს შორის. მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს, როგორც ღია ქირურგიული მეთოდით ისე ენდოსკოპიური ან კომბინირებული წესით. სისხლზარღვის პროთეზი ან ენდოგრაფტი გამოიყენება აორტის კედლის დეფექტის დასაფარად.
არტერიოვენოზური ფისტულის შექმნა არის ოპერაცია, რომელიც აკავშირებს არტერიას ვენასთან თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დიალიზის პროცედურის ჩატარება. შედეგი არის გაფართოებული ვენა, რომელიც უზრუნველყოფს მარტივ და საიმედო სისხლძარღვოვან წვდომას სიცოცხლის გადამრჩენი ჰემოდიალიზის მკურნალობისთვის.
ოპერაცია გულისხმობს AVM-ის მახლობლად მცირე განაკვეთის მეშვეობით, მიმდებარე პათოლოგიურად შეცვლილი არტერიების და ვენების დალუქვას, სისხლდენის პრევენციის მიზნით. შემდეგ კი AVM-ის ქირურგიულად ამოიღებს. სისხლის ნაკადის გადამისამართება ხდება ჯანმრთელ სისხლძარღვებში. ქირურგია ამ მდგომარეობის განკურნებაა. ასევე შესაძლებელია მისი მკურნალობა ენდოვასკულარული ჩარევით.
პროცედურა გულისხმობს დაბლოკილი სისხლძარღვის (არტერიის) გარშემო სისხლის მიმოქცევის აღდგენას, საპროთეზო მასალის გამოყენებით.
საძილე არტერიის სტენტირება (CAS) არის პროცედურა, რომლის დროსაც სტენტი იდგმება დაავადებულ არტერიაში, რომელიც სისხლით ამარაგებს თავის ტვინს. პროცედურა ამცირებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკის. საძილე არტერიები განლაგებულია კისრის თითოეულ მხარეს და ატარებს სისხლსა და ჟანგბადს თავის ტვინში.
კაროტიდის ენდარტერექტომია არის ქირურგიული პროცედურა ცხიმოვანი დეპოზიტების (ფოლოაქის) დაგროვების მოსაშორებლად, რაც იწვევს საძილე არტერიის შევიწროებას და წარმოადგენს დისტალური ემბოლიზაციის წყაროს.
ფაშვის ღეროსა და ზედა მეზენტერიულ არტერიას შორის ხორციელდება შემოვლითი სისხლის მიმოქცევის ფორმირება. აღნიშნული პროცედურა არის ვისცერული რევასკულარიზაციის ეფექტური და სწრაფი მეთოდი, მოკლე, სწორი ტრანსპლანტატით. ეს ტექნიკა მოითხოვს ორ ანასტომოზას სამის ნაცვლად, ინტრაოპერაციულად ამცირებს ნაწლავის იშემიას დროს და ადვილად ხორციელდება სისხლძარღვის პროთეზით ან აუტოლოგიური მასალით.
ენდოვენური რადიოსიხშირული აბლაცია არის მინიმალური ინვაზიური პროცედურა, რომელიც ხორციელდება ვარიკოზული ვენების (ქვემო კიდურის გაფართოებული ვენების) დასახშობათ, რადიოსიხშირული ენერგიით წარმოქმნილი სითბოთი. მას შემდეგ, რაც ვარიკოზული ვენები ობლიტერირდება, სისხლი დაუყოვნებლივ იწყებს დინებას ჯანმრთელ ვენებში.
ვენის ციანოაკრილით დახურვის პროცედურა (CAC) არის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი არაკომპეტენტური დიდი და მცირე საჩინო ვენის სამკურნალოდ. პროცედურა მარტივია, რეაბილიტაცია ხანმოკლე.
პროცედურისას არ გამოიყოფა მაღალი ტემპერატურა. ამიტომ:
#AHT: რა არის პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD)?
პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება ან პერიფერიული არტერიის დაავადება, არის ათეროსკლეროზული ფოლაქის დაგროვება კიდურების არტერიებში, რომლებიც ატარებენ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარ სისხლს გულიდან ზემო და ქვემო კიდურებისკენ.
არტერიებს აქვთ ღრუ მილების მსგავსი ფორმა, რომელიც შიგნიდან დაფარულია გლუვი საფარით, აღნიშნული აფერხებს სისხლის შედედებას და ხელს უწყობს სისხლის ნაკადების სტაბილურ მიმოქცევას. პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზული დაავადებისას, ფოლაქი (ცხიმისგან, ქოლესტერინის და სხვა ნივთიერებებისგან შემდგარი), რომელიც თანდათანობით წარმოიქმნება არტერიის კედლებში, ნელ-ნელა ავიწროებს თქვენი არტერიების სანათურს.
უმეტესად ასეთი ფოლაქების გარეთა ზედაპირი მყარია ხოლო შიგნითა შრე რბილი. მყარი ზედაპირი ხშირად მყიფე და ადვილად მსხვრევადია, იბზარება და იშლება, რაც ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის აქტივირებას (სისხლში დისკოს ფორმის ნაწილაკები, რომლებიც მას შედედებაში ეხმარება). შესაბამისად, ფოლაქის გარშემო ყალიბდება სისხლის კოლტები, რაც კიდევ უფრო ავიწროვებს არტერიის სანათურს.
თუ თქვენი არტერიები შევიწროვებული ან დაბლოკილია ათეროსკლეროზული ფოლაქით ან სისხლის კოლტით, სისხლი ვერ აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებამდე. ეს იწვევს ბლოკირების მიღმა მდებარე ქსოვილების დაზიანებას და, საბოლოოდ, ურედულ და ქსოვილოვან სიკვდილს (განგრენას). ყველაზე ხშირად პროცესი ვითარდება ქვედა კიდურების თითებსა და ტერფებზე.
PAD-ის პროგრესირების ტემპი განსხვავდება თითოეული ინდივიდისთვის და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის თქვენს ორგანიზმში ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის ადგილსა და ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
რა არის პერიფერიული არტერიული დაავადების რისკ-ფაქტორები?
მოწევა PAD-ის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. სინამდვილეში, PAD-ით დაავადებულთა 80% ახლანდელი ან ყოფილი მწეველია.
სქესის მიუხედავად, პერიფერიული არტერიული დაავადების განვითარების რისკის ქვეშ ხართ, თუ ერთი ან მეტი შემდეგი რისკ-ფაქტორი აღმოგაჩნდებათ:
მიუხედავად იმისა, რომ PAD კორონარული არტერიების დაავადებისგან განსხვავებული მდგომარეობაა, ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთი, სავარაუდოდ - მეორეც აწუხებთ. აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის შეფასებით, PAD-ით დაავადებულ ადამიანს აქვს ექვს-შვიდჯერ მეტი რისკი კორონარული არტერიების დაავადების, გულის შეტევის, ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის (მინი ინსულტის) მიმართ, ვიდრე საერთო პოპულაციას; და პირიქით - გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანს აქვს 3-დან 1 შანსი, რომ ჰქონდეს ქვემო კოდურების პერიფერიული არტერიული დაავადება.
გასაკვირი არ არის, რომ ამ ორ დაავადებას ასევე აქვს საერთო რისკ ფაქტორები. ეს იმიტომ ხდება, რომ აღნიშნული რისკ-ფაქტორები, თქვენი კიდურების არტერიებში იწვევენ იგივე ცვლილებებს, რასაც კორონარული არტერიებში.
როგორც კორონარული არტერიების დაავადების დროს, ამ რისკ-ფაქტორებიდან ბევრი კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, მკვლევარების აზრით, თამბაქოს მოხმარება PAD-ისა და მისი გართულებების ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიცირებადი (ცვლადი) რისკის ფაქტორია. თამბაქოს მოხმარება ზრდის PAD-ის რისკს 400%-ით და აჩქარებს PAD-ის სიმპტომებს განვითარების პროცესს თითქმის 10 წლით. იმავე ასაკის არამწეველებთან შედარებით, PAD-ით დაავადებული მწეველები უფრო მეტად იღუპებიან გულის შეტევით ან ინსულტით.
როგორ მოქმედებს ეს მდგომარეობა ჩემს სხეულზე?
PAD-ის ტიპურ სიმპტომს "კლაუდიკაცია-ხანგამოშვებითი კოჭლობა" ეწოდება, სამედიცინო ტერმინი, რომელიც მიუთითებს ფეხის ტკივილზე, ჩნდება სიარულის ან ვარჯიშის დროს და ქრება დასვენებისას. ტკივილი ჩნდება იმის გამო, რომ თქვენი კიდურების ქსოვილები ვერ იღებენ საკმარის ჟანგბადს.
PAD-ის საშიშროება სცილდება სიარულის სირთულეებს და შედეგები შესაძლოა ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შოპინგის ან გოლფის თამაშის გამოტოვება. პერიფერიული არტერიების დაავადება ზრდის ქვემო კიდურებზე ან ტერფებზე უკურნებელი წყლულების განვითარების რისკს. მძიმე PAD-ის შემთხვევაში, ეს წყლულები შესაძლოა გადაიზარდოს მკვდარი ქსოვილის უბნებად (განგრენა), რაც, საბოლოო ჯამში, წარმოქმნის კიდურის ან ტერფის ამპუტაციის აუცილებელ საჭიროებას.
იმის გამო, რომ თქვენი სხეულის სისხლის მიმოქცევის სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, PAD-ის ეფექტი შესაძლოა გავრცელდეს დაზიანებული კიდურების მიღმა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პერიფერიული არტერიების დაავადება, აქვთ გულის შეტევის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევის (მინი ინსულტის) ან თირკმელების (თირკმლის) არტერიების პრობლემების გაზრდილი რისკი.
რა არის PAD-ის სიმპტომები?
ადამიანების ნახევარს, რომლებსაც აქვთ პერიფერიული არტერიული დაავადება, არ აღენიშნებათ სიმპტომები. კიდურების ტკივილი და დაბუჟება წარმოადგენს სიმპტომური პაციენტების მთავარ ჩივილს. სიარულის დროს, ასევე, შესაძლოა იგრძნოთ სისუსტე ან დაღლილობა. კიდურების დაზიანებული ნაწილები შეიძლება მოიცავდეს წვივის უკანა ნაწილებს, ბარძაყებს ან დუნდულებს.
PAD-ით სისხლძარღვების დაზიანება ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხოლო სიმპტომები შესაძლოა გამოჩნდეს მოგვიანებით ეტაპზე. ბევრს არ აღენიშნება გარეგანი სიმპტომები მანამ, სანამ მათი არტერია 60%-ით ან მეტით არ შევიწროვდება.
ადრეული სიმპტომები
PAD-ის პირველი შესამჩნევი სიმპტომი შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი კოჭლობა, დისკომფორტი, ტკივილი ან კრუნჩხვა, რომელიც:
ტკივილი შესაძლოა შეამჩნიოთ წვივის კუნთებში, ასევე იგრძნოთ ის დუნდულოებში ან ბარძაყებში. ხანგამოშვებით კოჭლობასთან ერთად კიდურებში შესაძლოა განვითარდეს:
ტკივილი შეიძლება იყოს საკმარისად ძლიერი, რომ შეზღუდოს თქვენი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მოგწონთ, როგორიცაა სეირნობა ან შვილიშვილების დევნა.
ფეხის კუნთებში სისხლის ნაკადის დაქვეითება იწვევს ამ ტიპის ციკლურ ტკივილს, რომელიც ქრება მოსვენების დროს, რადგან კუნთებს მოსვენების დროს ნაკლები სისხლის ნაკადი სჭირდება.
დაავადების მოგვიანებითი ფაზის სიმპტომები
PAD-ის პროგრესირებისას სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
დიაგნოსტიკა
კვლევები, რომლებსაც თქვენი ექიმი შეიძლება დაეყრდნოს, მოიცავს:
მკურნალობა
პერიფერიული არტერიის დაავადების მკურნალობას ორი ძირითადი მიზანი აქვს:
თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მიზნებს ცხოვრების წესის ცვლილებებით, განსაკუთრებით პერიფერიული არტერიული დაავადების დასაწყისში. თუ ეწევით, სიგარეტისთვის თავის დანებება არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გართულებების რისკის შესამცირებლად. სიარულმა ან სხვა სახის ვარჯიშმა რეგულარულად, გრაფიკის დაცვით, რომელსაც ზედამხედველობით ვარჯიშს უწოდებენ, შესაძლოა მკვეთრად გააუმჯობესოს თქვენი სიმპტომები.
თუ გაქვთ პერიფერიული არტერიული დაავადების ნიშნები ან სიმპტომები, სავარაუდოდ დაგჭირდებათ შემდგომი მედიკამენტური მკურნალობა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ტკივილისა და სხვა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
მედიკამენტები
პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამიზანე მაჩვენებელია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) შემცირება 100 მილიგრამ/დეცილიტრამდე (მგ/დლ) ან 2,6 მილიმოლზე/ლიტრამდე (მმოლ/ლ). სამიზნე კიდევ უფრო დაბალია, თუ გაქვთ გულის შეტევისა და ინსულტის დამატებითი ძირითადი რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით დიაბეტი ან აქტიური მწეველობა.
მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის მაჩვენებლის 130/80 ვერცხლის წყლის სვეტზე ნაკლები. ეს არის სახელმძღვანელო მაჩვენებელი ყველასთვის, ვისაც აქვს კორონარული არტერიის დაავადება, დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება. 130/80 mm Hg-ის მიღწევა ასევე მიზანია 65 წელზე უფროსი ასაკის და 65 წელზე უმცროსი ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების 10% ან მეტი რისკი მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ყოველდღიური მედიკამენტური თერაპია შედედების დარღვევების პრევენციისთვის.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ყოველდღიური მედიკამენტური თერაპია შედედების დარღვევების პრევენციისთვის.
ცხოვრების წესი და სამკურნალო რეკომენდაციები
ბევრ ადამიანს შეუძლია მართოს პერიფერიული არტერიული დაავადების სიმპტომები და შეაჩეროს დაავადების პროგრესირება ცხოვრების წესის ცვლილებით, განსაკუთრებით სიგარეტზე თავის დანებებით. PAD-ის სტაბილიზაციისთვის ან გასაუმჯობესებლად:
.
ანგიოპლასტიკა და ქირურგიული ჩარევა
ზოგიერთ შემთხვევაში, პერიფერიული არტერიული დაავადების სამკურნალოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს ანგიოპლასტიკა ან ქირურგიული ჩარევა. ჩარევის ჩვენება განისაზღვრება: კლაუდიკაციის მანძილის, მოსვენებითი ხასიათის ტკივილის ინტენსივობისა და კიდურებზე ქსოვილების სიცოცხლის უნარიანობის განსაზღვრის შემდეგ.
ანგიოპლასტიკისას გაფართოებულ სისხლძარღვში თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება შეიყვანოს ბადისებრი მილი (სტენტი), რათა ჩარევის მიდამო შენარჩუნდეს გაფართოვებულ მდგომარეობაში და არ მოხდეს მისი სანათურის დახშობა ფოლაქის ნაწილებით. ეს არის იგივე პროცედურა, რომელსაც ექიმები იყენებენ გულის არტერიების გასახსნელად.
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.