Vascular surgery

სისხლძარღვთა ქირურგია არის ქირურგიული სპეციალობა, რომელიც ფოკუსირებულია სისხლძარღვთა სისტემაზე – მოიცავს როგორც მსხვილ ის მცირე კალიბრის სისხლძარღვთა დაავადებებს,  – ასევე  ლიმფურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილოვანი სითხის  დაბრუნებას ცირკულაციაში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირება  უმნიშვნელოვანესია საერთო ჯანმრთელობისთვის. როდესაც სისხლი ადვილად მიედინება სხეულში, ის აწვდის ქსოვილებსა და ორგანოებს საჭირო ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. სისხლძარღვების ტრავმული დაზიანება ან გამოიხატება, როგორც იოლი მდგომარეობით, როგორიცაა ვენების ვარიკოზული დაავადება, ისე სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენითა და იშემიური ინსულტით

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სისხლძარღვთა ქირურგიულ დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ღია ქირურგიული და მცირე ინვაზიური პროცედურები, როგორც მაგისტრალურ, ისე პერიფერიულ სისხლძარღვებზე.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.