პედიატრია – ზოგადი მიმოხილვა
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT პედიატრიის განყოფილება გთავაზობთ ერთსაათიან კონსულტაციას 1 წლამდე ასაკის ყოველი ბავშვისთვის, თუ ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ჰოსპიტალში. AHT-ის კვალიფიციური მედპერსონალი ზედამხედველობას უწევს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას. პროფესიონალი პედიატრები ადგენენ სამედიცინო დახმარების გეგმას, რომელიც ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვზეა მორგებული, განიხილავენ ძუძუთი კვებასა და საკვებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
შემდგომი კონსულტაციების დროს, საჭიროების შემთხვევაში, პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით, ბავშვი შეიძლება შეაფასონ სხვა სპეციალისტებმაც – პედიატრ-ორთოპედმა, ნევროლოგმა, ნეფროლოგმა, კარდიოლოგმა, გასტროენტეროლოგმა და ქირურგმა.
AHT-ის კვალიფიციური პედიატრი ადგენს გეგმას, სადაც დეტალურად გაწერს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ვიზიტს, მისი სწრაფი ზრდის პერიოდში. AHT გთავაზობთ ნებისმიერი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობას, მათ შორის, ქირურგიულს, რადგან ჩვენი ER განყოფილება მუშაობს 24/7. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს შეუძლია გააგრძელოს სტაციონარული მკურნალობა AHT-ს პედიატრიულ განყოფილებაში.
ჩვენ ვზრუნავთ თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამ მიზნით, სრულად ვმართავთ სიცხეს, სასუნთქი გზების ინფექციებს, პოსტკოვიდ მდგომარეობებს, მუცლის ტკივილს, საშარდე გზების ინფექციებს, ალერგიულ რეაქციებს.
რა პედიატრიულ სერვისებს გთავაზობთ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“
გადაუდებელი პედიატრიული დახმარება
ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობას, რადგან ჩვენი ER განყოფილება მუშაობს 24/7. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს შეუძლია გააგრძელოს სტაციონარული მკურნალობა პედიატრიულ განყოფილებაში.
ვმართავთ, როგორც პედიატრიულ, ასევე ქირურგიულ პრობლემებს, რომლებსაც სჭირდება გადაუდებელი დახმარება: მაღალი ცხელება, ალერგიული რეაქციები, მუცლის მწვავე ტკივილი, გულყრა, ტრავმა და სხვა.
ზოგადი პედიატრია
ვინ არის პედიატრი?
- პედიატრი არის ექიმი, რომელიც სინჯავს ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს – დაბადებიდან 18 წლამდე.
პედიატრი პირველია, რომელსაც მშობლები შვილის ავადმყოფობის დროს მიმართავენ, მაგრამ ის გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე, უბრალოდ, ავადმყოფობის მკურნალობაა. ზრდასრული პაციენტებისგან განსხვავებით, ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან. პედიატრის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, შეაფასოს ბავშვის ზრდა, ქცევა და უნარების განვითარება,
პედიატრი ფართო სპექტრის სპეციალისტია, რომელსაც მშობელი მიმართავს ნებისმიერი ჩივილით და ამის შემდეგ გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ბავშვს ექიმ-სპეციალისტის დახმარება.
ბავშვის სრულფასოვანი გასინჯვა პედიატრის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლები ხშირად ირჩევენ პედიატრს ბავშვის დაბადებამდე, რადგან ჩვილობის პერიოდში, მას ძალიან ხშირი კონტაქტი აქვს ბავშვთან.
პედიატრი ფლობს სრულფასოვან ინფორმაციას ბავშვის ზრდაზე, განვითარებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელს, ბავშვსა და პედიატრს შორის ჰარმონიული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა იყოს. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT პედიატრიის განყოფილებაში, ამგვარი ატმოსფერო დაგხვდებათ.
ჩვილების ჯანმრთელობა
სიცოცხლის პირველივე დღიდან, განსაკუთრებით სამშობიაროდან გამოწერისთანავე, მშობლებს, როგორც წესი, ბევრი კითხვა უჩნდებათ. სწორედ ამიტომ, პირველი ვიზიტის დროს, AHT-ში, ვგეგმავთ ერთსაათიან კონსულტაციას 1 წლამდე ასაკის ყოველი ბავშვისთვის, თუ ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ჰოსპიტალში. პედიატრები ადგენენ სამედიცინო მეთვალყურეობის გეგმას, რომელიც ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვზეა მორგებული. საჭიროებისშემთხვევაში, დაეხმარებიან ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
შემდგომი კონსულტაციების დროს, პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვი შეიძლება შეაფასონ სხვა სპეციალისტებმაც – ბავშვთა ორთოპედმა, ნევროლოგმა, ქირურგმა ან სხვა ექიმ-სპეციალისტებმა. სხვადასხვა პედიატრიული სერვისების არსებობა ერთ სივრცეში, საშუალებას გვაძლევს, რომ ჰოსპიტალში ერთი ვიზიტის დროს, პატარა პაციენტს ბევრი, სხვადასხვა სპეციალისტი სინჯავს.
ბავშვთა ნევროლოგია
ბავშვთა ნევროლოგია პედიატრიული დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულებაა. ბავშვთა ნევროლოგის ჩართულობა რეკომენდებულია, თუ პატარას აღენიშნება:
- უჩვეულო ქცევა;
- ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- განვითარების ეტაპების შეფერხება;
- სიცხისგან განვითარებული ან სხვა ტიპის გულყრა;
- თავის ტვინის მსუბუქი ტრავმა;
- გულის წასვლა;
- სხვა არასპეციფიური სიმპტომები.
ძალზე სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები იმალება, რომელთა გადაწყვეტა, ნევროლოგის გარეშე, შეუძლებელია.
ჩვენი ჰოსპიტლის ექიმების პროფესიონალიზმი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ პედიატრიული ასაკის (0-17 წელი) ნებისმიერი სირთულის მწვავე და ქრონიკული ნევროლოგიური პაციენტი.
ჩვენი პრიორიტეტებია:
- ბავშვთა განვითარების სრულფასოვანი შეფასება ასაკის მიხედვით, მათ შორის, განვითარებითი პრობლემების რისკის მქონე ბავშვების ადრეული იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
- ეპილეფსიური და არაეპილეფსიური პაროქსიზმული მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მართვა;
- თავის ტვინის მსუბუქი ტრავმების (მცირე ტრავმების) დიაგნოსტიკა და მართვა;
- მოძრაობითი დარღვევებით მიმდინარე პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა;
- ბავშვთა ასაკის ნეიროდეგენერაციული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა;
- მწვავე გადაუდებელი ნევროლოგიური დაავადებებისა და მდგომარეობების (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ინსულტი, გულყრა, ცნობიერების დარღვევა, თავის მწვავე ტკივილი და სხვა) დიაგნოსტიკა და მართვა.
ჰოსპიტალში შესაძლებელია ჩატარდეს სრულფასოვანი კლინიკური და ლაბორატორიული კვლევები ახალი თაობის აპარატურით, მათ შორის,
ნეიროსონოსკოპია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ – სტანდარტული, ხანგრძლივი ძილისა და სიფხიზლის 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი), ექსტრა და ინტრაკრანიული სისხლძარღვევის დუპლექს-სკანირება და სხვა.
ბავშვთა ნევროლოგიური სამსახური მჭიდრო კოლაბორაციაშია ნეიროქირურგიულ სამსახურთან, რაც ზრდის იმ დაავადებათა სპექტრს, სადაც ბავშვთა ნევროლოგის ჩართულობა აუცილებელია.
სხვა სერვისების მსგავსად, პედიატრიული ნევროლოგიის სერვისიც პაციენტის საჭიროებებზეა მორგებული, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურეობას, არამედ მომსახურეობას დღის სტაციონარის რეჟიმით.
ბავშვთა ნეფროლოგია
ბავშვთა ნეფროლოგია არის მედიცინის სფერო, რომელიც მკურნალობს ბავშვების თირკმელებსა და საშარდე გზებს. შესაძლოა, ამ ორგანოების დაავადებები უკავშირდებოდეს, როგორც თანდაყოლილ მდგომარეობებს – თირკმელებისა და საშარდე გზების ანომალიებს, ასევე მიღებულს – საშარდე გზების ინფექციებს, თირკმლების ანთებებს, გლომერულონეფრიტს, ნეფროზულ სინდრომს, თირკმლების კენჭოვან დაავადებას, ენურეზს და სხვას.
ჩვენს ჰოსპიტალში თირკმლის ბიოფსიის პროცედურას უზრუნველვყოფთ, რომელიც ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. რაც შეეხება თირკმლის ქვებს, ეს პედიატრიული ნეფროლოგიის იშვიათი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თირკმელების ქრონიკული დაავადებებისა და თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვები სრულ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“, საჭიროების შემთხვევაში, პატარებს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიისთვისაც მოამზადებენ, მათ შორის, დიალიზის ან თირკმლის გადანერგვისთვის.
პედიატრიული ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგია შეისწავლის ენდოკრინული ჯირკვლების სტრუქტურასა და ფუნქციას, ასევე დაავადებებს, რომლებიც გამოწვეულია მათი ფუნქციონირების დარღვევით. პედიატრიული ენდოკრინოლოგია, როგორც ცალკე სპეციალობა, სულ ახლახან გამოჩნდა, რაც ბავშვებსა და მოზარდებში ენდოკრინული დაავადებების განვითარების ზოგიერთ მახასიათებლებს უკავშირდება. მაგალითად, ხშირად, შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში წააგავს გრიპს, ბავშვთა ინფექციებსა და მუცლის მწვავე სინდრომს.
ადამიანის ენდოკრინული სისტემა წარმოდგენილია ენდოკრინული ჯირკვლებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისხლში ჰორმონების გამომუშავებასა და გამოყოფაზე. ჰორმონების დახმარებით რეგულირდება ორგანიზმის მუშაობა, ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. ენდოკრინული სისტემის ორგანოებს მიეკუთვნება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზის სისტემა,ფარისებრი ჯირკვალი, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვლები და სასქესო ჯირკვლები – გონადები.
ცალკე უნდა გამოვყოთ ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგიც. ამ სპეციალობის ექიმს გოგონებში, სასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა ეხება, რაც დაკავშირებულია ენდოკრინულ დარღვევებთან.
პედიატრიული კარდიოლოგია
ჩვენი ჰოსპიტლის პედიატრიულ განყოფილებაში ხორციელდება ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა გულის დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი დედის მუცლადყოფნის პერიოდიდან, 18 წლის ასაკამდე. ეს დაავადებები, ძირითადად, გულის თანდაყოლილი მანკებია – სარქველები და სტენოზი, ასევე მისგან გამომდინარე კარდიოლოგიური დაავადებები, კერძოდ, რევმატული სარქველების დაავადებები, ინფექციური დაავადებები და გულის რითმის დარღვევები.
AHT-ის პედიატრიული განყოფილების ბავშვთა არითმიის ცენტრში ხდება გულის რითმის დარღვევებთან დაკავშირებული ყველა სახის დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება: ჰოლტერის EKG, ეფორის ტესტი, მოვლენის ჩამწერი (vent recorder), შუალედური სიგნალის EKG, დახრის ცხრილი, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიული კვლევები, გენეტიკური არითმიების გენეტიკური ტესტები, ფლუოროსკოპიული აბლაციის ინტერვენციული პროცედურები სამმაგი სისტემით, კრიოაბლაცია (გაყინვის მეთოდი), მუდმივი კარდიოსტიმულატორისა და დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია და შემდგომი მონიტორინგი.
პედიატრიული ქირურგია
AHT-ის პედიატრიული ქირურგიის განყოფილებაში ტარდება ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა (0-18 წლამდე) ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვენი ქირურგიული სერვისი ფართო სპექტრს მოიცავს:
- აბდომინური ქირურგია;
- თორაკალური ქირურგია;
- ბავშვთა უროლოგია;
- ბავშვთა გინეკოლოგია;
- ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგია;
- ბავშვთა ყბა-სახის ქირურგია;
- ოტორინოლარინგოლოგია;
- ნეიროქირურგია.
პედიატრიული ქირურუგია მიზნად ისახავს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას კომფორტული და უმტკივნეულო ოპერაციების დროს. ზოგადი ანესთეზია შეიძლება მიეცეს ჩვილებსა და ბავშვებს ნებისმიერ სიტუაციაში – ყველა ოპერაციებში, მცირე ქირურგიულ ჩარევებში, კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში.
„ვემზადებით თქვენი ვიზიტისთვის“
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანაა, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტირება – JCI (Joint Commission International) და განახორციელოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი – თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!
- თითოეული პაციენტის ასაკის გათვალისწინებით, პედიატრიული ქირურგიის მედპერსონალი წინასწარ, ოპერატიულად ამზადებს მათ, რადგან ტესტები და გამოკვლევები ოპერაციამდე, აუცილებელია.