პედიატრია – ზოგადი მიმოხილვა

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT პედიატრიის განყოფილება გთავაზობთ ერთსაათიან კონსულტაციას 1 წლამდე ასაკის ყოველი ბავშვისთვის, თუ ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ჰოსპიტალში. AHT-ის კვალიფიციური მედპერსონალი ზედამხედველობას უწევს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას. პროფესიონალი პედიატრები ადგენენ სამედიცინო დახმარების გეგმას, რომელიც ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვზეა მორგებული, განიხილავენ ძუძუთი კვებასა და საკვებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

შემდგომი კონსულტაციების დროს, საჭიროების შემთხვევაში, პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით, ბავშვი შეიძლება შეაფასონ სხვა სპეციალისტებმაც – პედიატრ-ორთოპედმა, ნევროლოგმა, ნეფროლოგმა, კარდიოლოგმა, გასტროენტეროლოგმა და ქირურგმა.

AHT-ის კვალიფიციური პედიატრი ადგენს გეგმას, სადაც დეტალურად გაწერს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ვიზიტს, მისი სწრაფი ზრდის პერიოდში. AHT გთავაზობთ ნებისმიერი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობას, მათ შორის, ქირურგიულს, რადგან ჩვენი ER განყოფილება მუშაობს 24/7. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს შეუძლია გააგრძელოს სტაციონარული მკურნალობა AHT-ს პედიატრიულ განყოფილებაში.

ჩვენ ვზრუნავთ თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამ მიზნით, სრულად ვმართავთ სიცხეს, სასუნთქი გზების ინფექციებს, პოსტკოვიდ მდგომარეობებს, მუცლის ტკივილს, საშარდე გზების ინფექციებს, ალერგიულ რეაქციებს.