ორთოპედია-ტრავმატოლოგია - მიმოხილვა
ორთოპედია-ტრავმატოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ადამიანის სხეულის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმულ, თანდაყოლილ ან შეძენილ პათოლოგიებს მოიცავს.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის კვალიფიციურ ორთოპედთა გუნდი გიორგი ობგაიძის ხელმძღვანელობით, 24/7 გთავაზობთ როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა, ქირურგიულ და კონსერვატიულ მკურნალობას.
ჰოსპიტალში სრულდება პრაქტიკულად ყველა სპექტრის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები:
- მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროთეზირება;
- რეკონსტრუქციული ორთოპედია: მხრის ჩვეული ამოვარდნილობის ოპერაციული მკურნალობა, კვირისტავის ჩვეული ამოვარდნილობის ოპერაციული მკურნალობა და სხვ.;
- მტევნისა და ტერფის ქირურგია;
- ართროსკოპიული ქირურგია - მუხლისა და სხივ-მაჯის სახსრის პათოლოგიები, კოჭ-წვივის სახსრის პათოლოგიები;
- ტრავმის შემდგომი გართულებები;
- ოსტეოსინთეზი მინიინვაზიური თანამედროვე მეთოდებით;
- ბავშვთა ორთოპედიული პათოლოგიები: ტერფმრუდობა, ბრტყელტერფიანობა, კისერმრუდობა, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია;
- ბავშვთა ტრავმატოლოგია: MIPO ტექნიკით მოტეხილობის ფიქსაცია ელასტიური ღეროების დახმარებით.
- AHT-ის ორთოპედიის დეპარტამენტში ოპერაციები ე.წ. MIPO, მინიინვაზიური ტექნიკით ტარდება.
რატომ ირჩევთ AHT-ს
იმიტომ, რომ ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით:
- უახლესი Siemens ფირმის მაგნიტურ-რეზონანსული აპარატი 3 ტესლა სიმძლავრით;
- უახლესი Siemens ფირმის 128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი;
- უახლესი Arthrex ფირმის ართროსკოპი;
- უახლესი Siemens ფირმის C-Arm რენტგენის აპარატი, რაც უზრუნველყოფს ინტრაოპერაციულად საუკეთესო ვიზუალიზაციას;
- უახლესი მიკროსკოპი
ამ აპარატურის საშუალებით, პაციენტები 24 საათის განმავლობაში იღებენ, როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას.
AHT-ის ორთოპედიის დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც საერთაშორისო კვალიფიკაციის ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ობგაიძე ხელმძღვანელობს, ყველა სპექტრისა და სირთულის ოპერაციებსა და ამბულატორიულ მანიპულაციებს ატარებს. კვალიფიციური ორთოპედ-ტრავმატოლოგები პაციენტებს ინდივიდუალურად, თითოეულ მათგანზე მორგებულ თანამედროვე და რაციონალური მკურნალობის მეთოდებს სთავაზობენ.
AHT-ის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდი, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მჭიდრო კოლაბორაციაშია ჰოსპიტალის მომიჯნავე დეპარტამენტებთან. თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჰოსპიტალის მედპერსონალი ერთობლივად განიხილავს და სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, შესაბამის მკურნალობას ატარებს.