ზოგადი მიმოხილვა

ადამიანები წონის დასაკლებად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მაგალითად, ვარჯიშს, დიეტას, სხვადასხვა მედიკამენტებს, თუმცა პათოლოგიური წონის შემთხვევაში, მსგავსი მეთოდები საკმარისად არაეფექტიანია და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.  ამ მხრივ, პაციენტთა მკურნალობის მეთოდებს ბარიატრიული ქირურგია განიხილავს, რომელიც ჭარბი წონის მკურნალობის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მიმართულებაა.

  • ბარიატრიული ქირურგია არის ჭარბი წონის კორექცია ქირურგიული წესით. ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით, შესაძლებელია წონის დაკლება, მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება და ჭარბ წონასთან ასოცირებული მრავალი ქრონიკული დაავადებებისგან თავის დაღწევა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბაზაზე, შეიქმნა ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის დეპარტამენტი, სადაც შეგიძლიათ, რთული ქირურგიული და არაქირურგიული სერვისების მიღება.

 

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.