პროფ. კობა სახეჩიძე

მედიცინის დოქტორის, კობა სახეჩიძის პროფესიული კარიერა 2003 წელს, უკრაინაში „ვ. გუსაკის სახელობის გადაუდებელი და აღდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის“ უჯრედების და ქსოვილების კულტივირების ლაბორატორიაში დაიწყო, სადაც ქირურგად მუშაობდა. უკვე 10 წელზე მეტია ის საქართველოშია და ქირურგობასთან ერთად ჰიპერჰიდროზისა და ერითროფობიის მკურნალობის ცენტრსაც ხელმძღვანელობს. კობა სახეჩიძე არის მსოფლიო ბარიატრიის და მეტაბოლური ქირურგიის (IFSO) საზოგადოების წევრი , ენდოსკოპისტ-ქირურგთა ასოციაციის წევრი, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების წევრი (ESMO). კობა სახეჩიძე 19 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორიცაა.

სამუშაო გამოცდილება

2018-2021
ქირურგი, „თბილისი ცენტრალური საავადმყოფო“;
2017-2021
ქირურგი, „წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა“;
2017-2018
ქირურგი, კლინიკა „ინოვა“;
2016
სამედიცინო დირექტორი სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“;
2015-2016
ჩაჩავას კლინიკის „ახალი ქირურგიული კლინიკის“ ხელმძღვანელი;
2014-2021
ქირურგიული სმასახურის უფროსი კლინიკა „ჰერა“;
2012-2013
ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი შპს „ავერსის კლინიკა“;
2013-2021
ქირურგი საქართველ-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“;
2010-2013
ქირურგი შპს „ავერსის კლინიკა“;
2009
ასისტენტ-პროფესორი ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“;
2008-2010
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის „ვ.კ. გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტი“;
2007-2010
ქირურგი უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის „ვ.კ. გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის“ ზოგადი ქირურგიის განყოფილება;
2003-2007
ქირურგი უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის „ვ.კ. გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის“ უჯრედების და ქსოვილების კულტივირების ლაბორატორია.

განათლება

2016
საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი თორაკალურ მედიცინაში;
2012
საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი ენდოსკოპიაში;
2012
ევროპის ქირურგთა აკრედიტაციის საბჭოს სერთიფიკატი, მუდმივი სამედიცინო განათლების მიღებისთვის;
2011
საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიურ ქირურგიაში, ენდოკრინულ ქირურგიაში;
2010
საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი ზოგად ქირურგიაში;
2010
უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
2009
ინტერვენციული ექოსკოპიის საფუძვლების კურსები, ქ.დონეცკის „მ.გორკის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი“;
2009
ლაპარასკოპიული ქირურგიის კურსები, ქ.დონეცკის „მ.გორკის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი“;
2008
უმაღლესი კატეგორია ქირურგიაში, უკრაინის სახელმწიფო სერთიფიკატი;
2008
საქართველოს მედიცინის დოქტორის ხარისხი;
2002
პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის კურსები, ქ. დონეცკის „მ.გორკის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი“;
2000-2002
კლინიკური ორდინატურა, ქ.დონეცკის „მ.გორკის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის“ ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრა;
1992-1999
ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი “ქუთაისი”;

ასოციაცია

კლინიკური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება
ნერვული მონიტორინგის შესწავლის საერთაშორისო გაერთიანება
მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის ამერიკული საზოგადოება
ჰიპერჰიდროზის საერთაშორისო საზოგადოება
ევროპის ქირურგიული ონკოლოგიის საზოგადოება
ბარიატრიისა და მეტაბოლური დარღვევების ქირურგიის საერთაშორისო ფედერაცია

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.