რა იწვევს და რა სიმპტომებით ხასიათდება საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო ჩნდება პათოლოგიური უჯრედების უკონტროლო გაყოფითა და გამრავლებით საკვერცხეში. ქალის რეპროდუქციული სისტემა (სხეულის ორგანოთა სისტემა) შედგება ორი საკვერცხისგან - საშვილოსნოს ორივე მხარეს, სიმეტრიულად. საკვერცხეები ნუშის ზომისაა და გამოიმუშავებენ კვერცხუჯრედს, ასევე ჰორმონებს - ესტროგენსა და პროგესტერონს.
რა სიმპტომებით ხასიათდება საკვერცხის კიბო?
საკვერცხის კიბო შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
- მუცლის შებერილობა ან შეშუპება;
- არაბუნებრივად სწრაფი დანაყრება;
- წონის კლება;
- დისკომფორტი მენჯის არეში;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ზურგის ტკივილი;
- შარდვის ხშირი მოთხოვნილება.
საკვერცხის კიბოს გამომწვევი მიზეზები
კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც საკვერცხეში ან მის ახლომდებარე უჯრედები დნმ-ის მუტაციას განიცდიან.
უჯრედის დნმ შეიცავს ინსტრუქციებს, რომლებიც მიუთითებენ უჯრედს სწორი ფუნქციონირებისკენ მიუთითებენ. ცვლილებების შემდეგ კი, ინსტრუქციები სწრაფი გაყოფისა და გამრავლების მითითებით იცვლება. კიბოს უჯრედები აგრძელებენ გამრავლებას, რის გამოც ჯანსაღი უჯრედები იღუპებიან, თავად კი მიმდებარე ქსოვილებში აღწევენ და სხეულის სხვა ორგანოებზე ვრცელდებიან.
საკვერცხის კიბოს სახეები
- საკვერცხის ეპითელური კიბო - საკმაოდ გავრცელებულია, მასში შედის წარმოქმნილი კარცინომა და მუცინომა;
- სტრომული სიმსივნე - იშვიათი სიმსივნე, რომელიც, როგორც წესი, უფრო ადრეულ ეტაპზე ვლინდება, ვიდრე საკვერცხის სხვა კიბო;
- ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეები - საკვერცხის იშვიათი კიბოა, რომელიც ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში.
რისკ-ფაქტორები
- ასაკი საკვერცხის კიბოს რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და ყველაზე ხშირად ხანდაზმულებში გვხვდება;
- მემკვიდრული გენის ცვლილება - მცირე პროცენტში, საკვერცხის კიბო გამოწვეულია გენის ცვლილებით, რაც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღეთ;
- მემკვიდრული წინასწარგანწყობა თუ გყავთ ნათესავები, რომლებსაც საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, შესაძლოა, თქვენი დაავადების რისკი გაიზარდოს;
- ჭარბი წონა ჭარბი წონა ზრდის საკვერცხის კიბოს რისკს;
- თუ არასდროს ყოფილხართ ორსულად! თუ არასდროს ყოფილხართ ორსულად!
პრევენცია
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება ამცირებს საკვერცხის კიბოს რისკს;
- განიხილეთ საკვერცხის კიბოს თქვენი რისკები და ფაქტორები მკურნალ ექიმთან. თუ გაქვთ ძუძუსა და საკვერცხის კიბოს მემკვიდრული რისკი, მიმართეთ ექიმს; თუ გენის ცვლილება გაქვთ, რაც საკვერცხის კიბოს რისკს ზრდის, კიბოს თავიდან ასაცილებლად, იფიქრეთ, საკვერცხეების ამოღებაზე - ქირურგიული გზით.
სტატისტიკა
- საკვერცხის კიბო არის მეორე ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური კიბო, საშვილოსნოს კიბოს შემდეგ;
- საკვერცხის კიბო იწვევს გაცილებით მეტ ფატალურ შედეგს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გინეკოლოგიური სიმსივნე;
- აშშ-ში, სიმსივნის მიზეზით ქალთა სიკვდილის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზი საკვერცხის კიბოა;
- საკვერცხის კიბოს რისკი ასაკთან ერთად იზრდება, ხოლო მემკვიდრული წინასწარგანწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი რისკ-ფაქტორია;
- 2010 წელს, ამერიკის კიბოს საზოგადოებამ აღრიცხა 21 880 ქალი აშშ-ში, რომლებსაც საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, აქედან 13 850-ში ლეტალობა დაფიქსირდა.