#AHT: „გულის უკმარისობის ფორუმი“ ზვიად ყიფიანის ორგანიზებით

16-17 სექტემბერს, „გულის უკმარისობის ფორუმი“ საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციისა და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ყიფიანის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. კონფერენციამ უმასპინძლა გამორჩეულ მომხსენებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ლიბანიდან.

„გულის უკმარისობის ფორუმი“ გახსნეს მანდიფ რ. მეჰრამ და ზვიად ყიფიანმა. მანდიფ მეჰრა კონფერენციაზე ბოსტონიდან ჩამოვიდა, ის უილიამ ჰარვის საპატიო თავმჯდომარე, ასევე - ბრიგემ ჰოსპიტალსისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორია კარდიოვასკულური მედიცინის მიმართულებით, ზვიად ყიფიანი კი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ.

ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი პროფესორები: თომას ფ. ლუშერი - ბრომპტონის სამეფო და ჰარფილდის ჰოსპიტალი, გულისა და ფილტვის ეროვნული ინსტიტუტი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების არჩეული პრეზიდენტი, ლონდონის სამეფო კოლეჯი, მეიო კლინიკა - აბუ-დაბი; ჰადი ნ. სკური - კლინიკური მედიცინის ასოცირებული პროფესორი, გულის უკმარისობის განყოფილების დირექტორი, გულის უკმარისობისა და გულის გადანერგვის ცენტრი; ფერას ბადერი - კლინიკური მედიცინის პროფესორი/კლივლენდის კლინიკა ლერნერის სამედიცინო კოლეჯი, კარდიოვასკულური მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გულის უკმარისობისა და ტრანსპლანტაციის განყოფილების დირექტორი; ასევე ქართველი სპეციალისტები: რუსუდან აგლაძე - „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის (DTMU) ასოცირებული პროფესორი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი (FESC) და კახაბერ ეცადაშვილი - საქართველოს გულის რითმის ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, მომხსენებლებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და გულის უკმარისობის ის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები გაუზიარეს, რაც მსოფლიოს მასშტაბით, სამედიცინო ინტერდისციპლინარული სპეციალობების შესწავლაში გამოიყენება.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.