“ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ ხელების დაბანის მსოფლიო დღე თბილისის სკოლებში ვიზიტით აღნიშნა

ხელების დაბანის მსოფლიო დღეს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ - AHT საინტერესო პროექტით შეუერთდა. AHT-ის ბიზნესისა და მარკეტინგის, ასევე საექთნო დეპარტამენტები წარმომადგენლები რამდენიმე კერძო სკოლას ესტუმრნენ. პროექტის ფარგლებში, AHT-ის ექთნებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს პატარა ტრენინგი ჩაუტარეს და ხელის დაბანის ხუთი ძირითადი წესიც გააცნეს, რომლის თანახმად: ხელები უნდა დაისველოთ გამდინარე, სუფთა წყლითა და საპნით; უნდა ააქაფოთ საპონი, კარგად წაისვათ ხელისგულებსა და თითებშორის სივრცეებში, ფრჩხილებზე; ხელები არანაკლებ 20 წუთის მანძილზე უნდა დაიბანოთ; კარგად უნდა ჩამოიბანოთ საპონი სუფთა, გამდინარე წყლით; ხელები უნდა შეიმშრალოთ სუფთა პირსახოცით ან ერთჯერადი ხელსახოცით.

AHT-ის პროექტის ფარგლებში, კერძო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სავარჯიშოში, საღებავების დახმარებით, რათა ხელის სწორად დაბანის პროცესი პატარებს ვიზუალურადაც აღექვათ. ამის შემდეგ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს AHT-ის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„საზოგადოებაში ხელის სწორად დაბანის საგანმანათლებლო ღონისძიებები 23-40%-ით ამცირებს დიარეით დაავადებულთა რაოდენობას, სხვადასხვა ეტიოლოგიის რესპირატორული დაავადებების სიხშირე მცირდება 16-21%-ით; მოსწავლეებში კი - გასტროინტესტინური დაავადებების გამო გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა მცირდება 29-57%-ით. შესაბამისად, თუ ყველა ადამიანი ხელს რეგულარულად და სწორად დაიბანს, წელიწადში, დაახლოებით, 1 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი“, - აღნიშნა AHT-ის, ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კორკოტაშვილმა.

15 ოქტომბერი - ხელების დაბანის მსოფლიო დღე, 2008 წლიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობაზე. მეტიც, COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება, სწორედ, ხელების წყლითა და საპნით დაბანაა.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.