ზოგადი მიმოხილვა
ადამიანები წონის დასაკლებად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მაგალითად, ვარჯიშს, დიეტას, სხვადასხვა მედიკამენტებს, თუმცა პათოლოგიური წონის შემთხვევაში, მსგავსი მეთოდები საკმარისად არაეფექტიანია და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ამ მხრივ, პაციენტთა მკურნალობის მეთოდებს ბარიატრიული ქირურგია განიხილავს, რომელიც ჭარბი წონის მკურნალობის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მიმართულებაა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბაზაზე, შეიქმნა ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის დეპარტამენტი, სადაც შეგიძლიათ, რთული ქირურგიული და არაქირურგიული სერვისების მიღება.
ოპერაციის საჭიროებასა და კონკრეტულ ტიპზე საკითხი განიხილება პაციენტთან. გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი – ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ფსიქოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგისა და ანესთეზიოლოგის შემადგენლობით.
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, არის თუ არა ჭარბწონიანობა, რომელი ხარისხისაა და ასევე, გვაქვს თუ არა ოპერაციის ჩვენება, აუცილებელია, განისაზღვროს სხეულის მასის ინდექსი – BMI, რომელიც გამოითვლება სხეულის მასის (კგ) შეფარდებით, სიმაღლის კვადრატთან (სმ). ოპერაცია გაკეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი – BMI აღემატება 33 ანუ > 33.
იმ შემთხვევაში, თუ სხეულის მასის ინდექსი > 50, შესაძლებელია:
მოსამზადებელ კვლევებს, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევენ პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ. ასახავს, რა ცვლილებებთან გვაქვს საქმე, დაახლოებით, რა დრო დასჭირდება ოპერაციამდე მომზადებას, რომელსაც თან ახლავს დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგის კონტროლი და გარკვეული ტიპის დიეტა, მინიმუმ, ორი კვირიდან ერთ თვემდე.
მნიშვნელოვანია კონკრეტული ქეისის მულტიდისციპლინური განხილვა, რადგან აუცილებლად საჭიროა:
ბარიატრიული ოპერაციები, ძირითადად, ორ ტიპად იყოფა – რესტრიქციულად და მალაბსორბციულად.
1 . ერთანასტომოზინი კუჭის Bypass-ოპერაცია (Mini Gastric Bypass) – მალაბსორბციული ოპერაციაა, რომლის დროსაც წვრილი ნაწლავის გარკვეული ნაწილის გამოთიშვა ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, მისი უპირატესობებია:
2. კუჭის Bypass ოპერაცია Roux-en-Y-ის მეთოდით – ბარიატრიულ ქირურგიაში ოპერაციის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც წონაში კლების ძალიან კარგი, დროში გამოცდილი ოპერაციაა. იგი 20 წელზე მეტია, არსებობს და მისი შედეგები დასტურდება გრძელვადიანი კვლევებით. ოპერაცია პროცედურაა, რომელიც აქცევს კუჭს 2-4 ლიტრიანი ტევადობიდან 30 მლ-მდე პატარა ჩანთად, კუჭის ზედა ნაწილის გაყოფით. წონის დაკლების გასაძლიერებლად, წვრილი ნაწლავის მარყუჟი უკავშირდება ჩანთას და შემდეგ მეორე ნაწლავის შეერთება საშუალებას აძლევს ნაღვლისა და პანკრეასის სითხის გადინებას შემოვლით ნაწლავში. კუჭის დარჩენილი ნაწილი რჩება ადგილზე. ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ, სხეულის წონის კლება ჭარბი წონის 75-80%-ია.
3. SADI-S ოპერაცია – ნიშნავს „ერთი ანასტომოზის დუოდენო-ილეუმის შემოვლით გზას Sleeve გასტრექტომიით“. პირველადი კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო მეტ წონას აკლებინებს, ვიდრე სტანდარტული კუჭის Bypass ან Sleeve გასტრექტომია გაზრდილი გართულებების გარეშე. ეს ორეტაპიანი ოპერაცია ეფექტურად არიდებს საკვების შეწოვას ნაწლავის მეტაბოლურად აქტიური ნაწილიდან.
პირველი ნაბიჯი – ქირურგი ჩაატარებს Sleeve გასტრექტომიას, ამოიღებს კუჭის დაახლოებით 80%-ს;
მეორე ნაბიჯი – ნაწლავი იკვეთება მხოლოდ კუჭის ქვემოთ და შემდეგ კვლავ მიმაგრებულია წვრილი ნაწლავის მარყუჟზე, დაახლოებით, 2 მეტრის ქვემოთ. ეს პროცესი ამცირებს ნაწლავის მარყუჟის მთლიან სიგრძეს, სადაც საკვები ნივთიერებები შეიწოვება. ოპერაცია იწვევს მადის დაქვეითებას, კვების შემცირებას და ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მეტაბოლიზმზე.
კერძოდ:
განმეორებითი ბარიატრიული ოპერაციები სჭირდება მათ, რომლებსაც:
პოსტოპერაციული პერიოდი
პაციენტი გააქტიურდება ოპერაციიდან რამდენიმე საათში, თუმცა თავდაპირველად, პასიურია, შემდეგ – აქტიური.
– რა ასაკიდან მიიჩნევა ჭარბწონიანობა დაავადებად?
– ჭარბი წონა ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა. ბოლო პერიოდში მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში იმდენად გაიზარდა, რომ ეპიდემიის სახე მიიღო. ჯანმო-ს 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 42 მილიონი 0-5 წლამდე ბავშვი იყო ჭარბწონიანი, 2025 წლისთვის, მოსალოდნელია ამ რიცხვის 70 მილიონამდე გაზრდა. რაც შეეხება მოზრდილებს, მსოფლიოში, დააახლოებით 1.7 მილიარდი ადამიანია ჭარბწონიანი და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება.
– როგორ ან რა საშუალებით იზომება პათოლოგიური ჭარბწონიანობა?
– სხეულის მასის ინდექსი არის განმსაზღვრელი ჭარბწონიანობისა და მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის დასადგენად. რომელიც გამოითვლება ფორმულიოთ – წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე და აღნიშნავს იმას, თუ რა წონა უნდა იყოს გადანაწილებული სხეულის 1 კვადრატულ სმ-ზე.
– როგორია ჭარბწონიანობის მაჩვენებელი მსოფლიოსა და საქართველოში, რა ადგილი უჭირავს საქართველოს ამ სიაში?
– გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჭარბწონიანობა მსოფლიო პანდემიაა. თემა თანაბრად ანალოგიურია საქართველოშიც.
– რა არის ჭარბწონიანობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები?
– ჭარბი წონის პრობლემის ასე გამწვავება პირდაპირკავშირშია არასწორ კვებასთან, არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასა და გენეტიკურ განწყობასთან.
– ახლავს თუ არა ჭარბწონიანობას პათოლოგიური დაავადებები? რომელია ყველაზე ხშირი თანხმლები დაავადებები?
– ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზრდილებში სერიოზული და მძიმე პათოლოგიაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ რისკთანაა ასოცირებული. მაგალითად, შაქრიან დიაბეტთან, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან, ღვიძლის დაზიანებასთან, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებთან, ძილის დარღვევებთან, ასთმასთან, სქესობრივი მომწიფებისა და ფსიქო-სოციალურ პრობლემებთან და სხვა
– ცნობილია, რომ ჭარბწონიანობა კომპლექსური დაავადებაა. ახდენს თუ არა ფსიქოემოციური მდგომარეობა გავლენას წონის მატებაზე, ამ შემთხვევაში?
– ერთმნიშვნელოვნად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოემოციური მდგომარეობა პირდაპირკავშირშია წონის მატებასთან.
– რა არის ბარიატრიული ქირურგია და რა ჩარევებს მოიცავს?
– ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური ჭარბწონიანობის (მორბიდული სიმსუქნე) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ის მოიცავს, როგორც რესტრიქციული, ასევე მალაბსორბციული ოპერაციის ტიპების წარმოებას, როგორებიცაა კუჭის ვერტიკალური რეზექცია (სლივი) და კუჭის byppas ოპერაციები.
– ფაქტია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ სრულად აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელთა საშუალებითაც მასშტაბური ოპერაციები მინიმალური დაზიანებებით ტარდება და ამით, პაციენტების დრო იზოგება, რაც დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია. რა აპარატურას იყენებთ ბარიატრიული ოპერაციების დროს?
– SYGNIA – ესაა ბოლო თაობის, ერთჯერადი საკერავი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, უზუსტესია და კერვის ტექნოლოგია ყველაზე დახვეწილია, რაც განაპირობებს შესაძლო გართულებების პრაქტიკულად არ არსებობას;
3D OPERATION – კომპანია „Olympus“-ის ბოლო თაობის აპარატი გამოსახულების 3D აღჭურვილობით, რომლის საშუალებითაც, ოპერაციის მსვლელობისას, გამოსახულებას უზუსტესი ხარისხით ვიღებთ;
OPIOID FREE ANESTHESIA – ნებისმიერ ჭარბწონიან პაციენტზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაადრევი გააქტიურება თრომბოემბოლიის პრევენციის მიზნით, რის საშუალებასაც ოპოიდების გარეშე ჩატარებული ანესთეზია გვაძლევს.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი – თუ ამიერკავკასიის მასშტაბით, სხვა კლინიკა გეგულებათ პარალელის გასავლებად, მითხარით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი უპირატესობებზე, მანამდე AHT უალტერნატივოა!!!
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანაა, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტირება – JCI (Joint Commission International) და განახორციელოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი – თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.