მიმოხილვა
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT, საერთაშორისო სტანდარტებითა და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიური საშუალებებით გთავაზობთ ენდოკრინული პათოლოგიების მკურნალობას, როგორც ქირურგიული, ასევე მინიინვაზიური ანუ ლაპარასკოპიული გზით.
ენდოკრინული ქირურგია ფოკუსირდება ადამიანის ორგანიზმის ჰორმონმაპროდუციერებელი ჯირკვლების ქირურგიაზე:
ქირურგიული და მინიინვაზიური მეთოდები:
ენდოკრინული დეპარტამენტის ამბულატორიული სერვისებია:
=
„თიროიდული ჯგუფი“:
სტაციონარული სერვისი – ოპერაციული მკურნალობა:
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა ევროპული სტანდარტით – მიკროდისექციური მეთოდისა და ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით;
მიკროდისექციური ტერმინოლოგია – იგულისხმება ბინოკულარული ქირურგიული სათვალის (საოპერაციო ველის 2.5-ჯერ გადიდებით) გამოყენებით, ქსოვილების დამზოგველი და სრულყოფილი დისექცია, რაც ავთვისებიანი პროცესის დროს, ოპერაციის წარმოების უპირველესი პირობაა. გარდა ამისა, შებრუნებული ნერვებისა და პარათიროიდული ჯირკვლების იდენტიფიცირება და მათი ტრავმირების არიდება ან მინიმუმამდე დაყვანა;
ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი – ეს მეთოდი გულისხმობს ოპერაციის მსვლელობისას ხორხის შებრუნებული ნერვის (Nervus laryngeus recurrens) უწყვეტ მონიტორინგს სპეციალური ელექტროდებითა და აპარატით, რათა გამოირიცხოს ამ ნერვის ფუნქციური და ანატომიური დაზიანება. ხმოვანი იოგების ფუნქციის შენარჩუნება, რათა ოპერაციის შემდეგ ხმის ტემბრი არ შეიცვალოს ან სუნთქვა არ გაძნელდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის (ფ/ჯ) პათოლოგიებით ავადობა მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალია.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზიის კლასიფიკაციით, დიაბეტის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
სტატისტიკურად, საქართველოში, ფარისებრი ჯირკვლის კიბო მესამე ადგილს იკავებს.
ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების პათოლოგიები:
თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმვივნეები:
თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები:
პანკრეასის სიმსივნეები:
– რამდენ ხანს მომიწევს კლინიკაში გაჩერება?
– სტაციონარში ყოფნა მოგიწევთ 48 საათი.
– რომელი ანესთეზიით კეთდება ოპერაცია?
– ოპერაცია კეთდება ზოგადი ენდოტრაქეული ანესთეზიით (2-3 სთ.).
– ოპერაციის შემდეგ ტკივილი მექნება?
– ოპერაციის შემდგომი მცირე ტკივილის კუპირება ხორციელდება ანალგეტიკებით.
– რომელი მედიკამენტები უნდა მივიღო ოპერაციის შემდეგ?
– პოსტოპერაციულ პერიოდში მიიღებთ ფარისებრი ჰორმონის ჩამანაცვლებელ პრეპარატ თიროქსინსა და კალციუმს.
– ნაკერები მექნება? ნაწიბური თუ დამრჩება?
– პოსტოპერაციული ჭრილობა კოსმეტიკურია – უნაკერო, ნაწიბური სამი თვის შემდეგ შეუმჩნეველი იქნება.
– ხმას ხომ არ დავკარგავ ოპერაციის შემდეგ?
– შემთხვევათა 1%-ში შესაძლებელია ხმის ტემბრის დროებითი ცვლილება, რაც რამდენიმე კვირაში სრულად აღდგება.
– რა სიმპტომები ახასიათებს სისხლში დაბალ კალციუმს და როდის დამჭირდება კალციუმის დამატებითი მიღება?
– კიდურებში, ასევე თითის წვერებისა და ტუჩების დაბუჟება სისხლში დაბალი კალციუმის მაჩვენებელი სიმპტომია, რის გამოც კალციუმის პრეპარატების მიღება დაგჭირდებათ.
– ოპერაციის შემდეგ ფიზიკური შეზღუდვები მექნება?
– ფიზიკური შეზღუდვები ოპერაციიდან 3-5 დღეში იხსნება და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებით.
– რატომ არის ჭრილობის ირგვლივ შეშუპება?
– პოსტოპერაციული ჭრილობის შეშუპება ბუნებრივი რეაქციაა ქსოვილების ტრავმაზე, მის შესამცირებლად გამოიყენება სპეციალური გელები, ხოლო შეშუპება 10-14 დღეში ალაგდება.
ენდოკრინული ქირურგია გთავაზობთ ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების სრულ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას – ციტოლოგიური კვლევით. ამით დადგინდება კვანძოვანი სტრუქტურების ავთვისებიანობის რისკი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულ კლასიფიკაციის – ბეტესდას (The Bethesda System for Reporting Thyroid Cytology – TBCRTC) მიხედვით.
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.