„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული სტუდენტისთვის ისწავლოს და მიიღოს საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება ჯანსაღ სასწავლო გარემოში, რაც მათ მომავალში კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში შეუწყობს ხელს.
Community College “Panacea” is 140 years old. College motto – “High quality education for real employment”. 90% of college graduates are employed in leading medical institutions in Georgia. Moreover, 30% of the staff of the American Hospital Tbilisi Nursing Department are graduates of this college.
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი და ამ კოლეჯის დამფუძნებელი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მაია ჩიხლაძე.
- ქ-ნო მაია, რა პრინციპით შეარჩიეთ თანამშრომლობა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან“?
- „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებას ჯანდაცვის სფეროში, ხელმძღვანელობს საერთაშორისო აკრედიტებული სტანდარტებით და ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელობაზე. კოლეჯი „პანაცეა“, საუკუნეზე მეტია, ემსახურება ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი კადრის - კვალიფიციური ექთნის მომზადებას, მიწოდებას და შესაბამისად, პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად, პარტნიორად ირჩევს ისეთ დაწესებულებას, რომელიც სისტემის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას პასუხობს.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ სწორედ ის სივრცეა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საექთნო კადრებით. სტუდენტებისთვის იდეალური გარემოა, რათა მიიღონ ხარისხიანი განათლება და პრაქტიკული უნარები ექთნის პროფესიის დასაუფლებლად.
- რატომ უნდა აირჩიონ მომავალმა ექთნებმა კოლეჯი „პანაცეა“?
- პასუხი ცალსახად მარტივია - იმიტომ, რომ ესაა უძველესი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პასუხობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს; სტუდენტებს სთავაზობს კეთილმოწყობილ და კომფორტულ სასწავლო გარემოს; აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა და სრული დაფინანსება.
საუკონოვანი ტრადიცია ულტრათანამედროვე გარემოში
2021 წლის 20 ოქტომბერს, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ (AHT), ოფიციალურად გაიხსნა. ამიერიდან, პაციენტზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტების სერვისები უკვე რეალობაა, რადგან თბილისის ცენტრში ახალი, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი ამუშავდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური ჰოსპიტალი უამრავი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის სინქრონულ საქმიანობასა და მათი გუნდური მუშაობის პრინციპს ეყრდნობა.
183-საწოლიანი ჰოსპიტლის მენეჯმენტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, შეცვალოს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სამედიცინო რუკა!
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საექთნო სამსახურის დირექტორი - ია გელენიძე პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტი, ექთანთა გაერთიანების პრეზიდენტი, საქართველოს დელეგატი საერთაშორისო საექთნო საბჭოში - ICN, გლობალური საექთნო კვლევის - „საექთნო რეგულაციების განვითარება და პრაკტიკის სფეროს სტანდარტები მსოფლიოში“, ერთ-ერთი თანაავტორი, საზოგადოებრივი კოლეჯი - „პანაცეას“ კურსდამთავრებულია.
„ჩვენი ჰოსპიტლის საექთნო გუნდის მიზანია, შექმნას ინოვაციური, უახლეს სტანდარტებზე დაფუძნებული უსაფრთხო საექთნო პრაქტიკა ჯანდაცვის სისტემაში და ამით გახდეს ლიდერი ბაზარზე.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ თითოეული დარგის სპეციალისტისთვის უდიდესი გამოწვევაა კლინიკური ბაზის სახით, უზრუნველყოს არა მხოლოდ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისების მიწოდება, არამედ გახდეს განათლებისა და პროფესიული განვითარების პლაცდარმი მომავალი ექთნებისათვის “, - ამბობს ია გელენიძე.
„AHT გუნდისთვის საექთნო პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიული პრიორიტეტებია: საექთნო სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის და ერთი მთლიანი გუნდის განუყოფელი ნაწილის ფორმირება - ინოვაციური, საექთნო მართვის სტრუქტურის მოდელის შექმნა; საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში - პერსონალის თეორიული და პრაქტიკული სწავლება; საერთაშორისო და მაღალი ხარისხის უსაფრთხო საექთნო პრაქტიკის დანერგვა -პრაქტიკის სფეროს სტანდარტების ინიცირება; პროფესიული გამოცდილების გაზიარების ფორმატში და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში - საექთნო პერსონალის ინვესტირება“, - აღნიშნა ია გელენიძემ.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სტაციონარული საექთნო დეპარტამენტის დირექტორი, „კრიტიკული მედიცინის საექთნო ასოციაციის“ დამფუძნებელი ირმა რაზმაძე, პროფესიული განათლების პედაგოგია. ია გელენიძის მსგავსად, ისიც საზოგადოებრივი კოლეჯი - „პანაცეა“-ს კურსდამთავრებულია. „პანაცეასთან“ თანამშრომლობის შედეგად იგი ბევრ მოტივირებულ ახალგაზრდა კადრს ელის და სიამაყით აცხადებს, რომ როგორც დამსაქმებელი შერჩევის ეტაპზე, უამრავ ექთნებს შორის, ყოველთვის „პანაცეას“ კურსდამთავრებულებს ანიჭებს უპირატესობას.
„ბედნიერი ვარ, რომ „პანაცეაში“ ვსწავლობდი, რადგან იქ ჩემი პროფესია ძალიან შემიყვარდა. რაც შეეხება ამ კოლეჯის სტუდენტებს, რომლებიც ჩვენს ჰოსპიტალში გადიან პრაქტიკას, რასაკვირველია, მათ შორის, მომავალ თანამშრომლებსაც ვხედავ, თითოეული სტუდენტისათვის პრაქტიკული აქტივობები და მიღწევები იმდენად შთამბეჭდავია, რომ შეფასების შედეგების საფუზველზე გვაქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა დასაქმდება ჩვენს კლინიკაში. “, - ამბობს ირმა რაზმაძე.
მიზეზები, რის გამოც „პანაცეას“ ირჩევენ
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საექთნო სამსახურის დირექტორი, ია გელენიძე ამბობს, რომ ყოველთვის ინიციატორი სტუდენტი იყო და გამოწვევები იზიდავდა:
„ყოველთვის მქონდა განსხვავებული იდეები, ვიყავი მუდამ აქტიური, როგორც სტუდენტი, მქონდა პედაგოგების მხარდაჭერა და მოტივაცია მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა პროფესიის განვითარებაში, ეს იყო და არის დღესაც ჩემი, როგორც დარგის სპეციალისტის მიზანი. ვმონაწილეობდი სტუდენტურ კონფერენციებში და დარგობრივ აქტივობებში. „პანაცეა“ სტუდენტების მაღალი ხარისხის განათლებასა და პროფესიულ ინტერესებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება გახლდათ, დღესაც არის და იქნება ყოველთვის, მე ვარ ამაყი რომ ვარ კოლეჯი „პანაცია“-ს კურსდამთავრებული. ეს არის ადგილი სადაც გასწავლიან ზრუნვას, თანადგომას, საზოგადოებრივი და პროფესიული ღირებულებების დაცვას, გასწავლიან თუ როგორ გახდე საუკეთესო ექთანი და როგორ მიაღწიო წარმატებას პროფესიაში.
ირმა რაზმაძე:
„პირველ რიგში, „პანაცეამ“ პროფესია შემაყვარა. ამის გარეშე, დღეს წარმატებული ექთანი ვერ ვიქნებოდი. „პანაცეა“ ჩვენი ფესვები და მყარი საძირკველია“.
ამერიკული ჰოსპიტლ თბილისის ამბულატორიული დეპარტამენტის საექთნო სერვისების დირექტორი რუსუდან მეცხოვრიშვილი, „პანაცეას“ კურსდამთავრებულია.
რუსუდან მეცხოვრიშვილი:
„პანაცეა“ არის კოლეჯი, რომელიც ნოვატორული, სიახლეების მაძიებელი და განათლებაზე ორიენტირებულია. ასეთ გარემოში მყოფი სტუდენტები მომავალ პროფესიონალებად ყალიბდებიან, ასევე სწავლობენ და იძენენ ბევრ ისეთ თვისებას, რაც მათ საქმიანობაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
კოლეჯი „პანაცეა“ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება არის პლაცდარმი, სადაც იზრდებიან მაღალკვალიფიციური ექთანები.
„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ პრაქტიკას გადის „პანაცეას“ სტუდენტი, ირაკლი თოდუა, რომელსაც განსაკუთრებით მოსწონს, როდესაც ადამიანებს ეხმარება:
„მიყვარს, როდესაც ადამიანებზე ვზრუნავ, განსაკუთრებით, თუ საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება, რადგან ეს ყველაფერზე ფასეულია. ამის მიუხედავად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ „პანაცეაში“ მოვხვდებოდი, მაგრამ ისეთმა ადამიანმა გამიწია რეკომენდაცია, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას სასწავლო პროგრამისა და სწავლების მეთოდების შესახებ, დავუჯერე და ჩავაბარე რა თქმა უნდა. რაც შეეხება „ქართულ ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“, აქ ყველაფერი ძალიან მომწონს - კორპორატიული დამოკიდებულება, წესრიგი, დისციპლინა, საექთნო საქმიანობის შესრულების და მომსახურების ხარისხი“.
სალომე ჩოკოშვილიც „პანაცეას“ სტუდენტია, რომელიც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ გადის პრაქტიკას. სალომე ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ პრაქტიკაზე მოხვდა და ია გელენიძე გაიცნო, ექიმობა გადაიფიქრა:
„პროფესიით ფარმაცევტი ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ამდენად, თეთრი ხალათი ჩემთვის უცხო არ იყო. ექიმობა მინდოდა, მაგრამ იმისთვის, რომ მართლაც პროფესიონალი გავმხდარიყავი, გადავწყვიტე, ექთნობიდან დამეწყო. სწორედ ამიტომ ჩავაბარე „პანაცეაში“, სადაც ძალიან კარგი გარემო და პედაგოგები დამხვდნენ. მას შემდეგ, რაც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“, პრაქტიკაზე მოვხვდი, თავიდანვე „გრეის ანატომია“ გამახსენდა, ვთქვი, რომ ზუსტად ის კარი გავაღე, რაც ამ ფილმშია, მაგრამ ქალბატონ ია გელენიძესთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ექიმებსა და ექთნებს შორის განსხვავება არ იყო. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი არის ადგილი, სადაც ყველა თავისი საქმის პროფესიონალია, თამამად შეგიძლია, შენი პოზიციით იამაყო. ქალბატონ იასთან შეხვედრის შემდეგ, მიზნად დავისახე, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ექთანი გავხდე და ექიმობა საბოლოოდ გადავიფიქრე“