ოტორინოლარინგოლოგია მოიცავს ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას, როგორც ბავშვებში, ასევე – ზრდასრულებში.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT ბაზაზე, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება ამ სფეროში, მსოფლიოში არსებული უახლესი აპარატურის გამოყენებით, რაც ზუსტი დიაგნოზის საშუალებას გვაძლევს.
- აუდიოლოგიის დეპარტამენტში ვიკვლევთ სმენას – აუდიომეტრიასა და ტიმოპანომეტრიას. აქვე, შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის დიაგნოსტიკა-რინომანომეტრია.
ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტში შეძლებთ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და ქირურგიულ მკურნალობას, როგორც სმენის, ასევე – სუნთქვისა და ხმის გაუმჯობესების მიზნით.
- ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტში შესაძლებელია გეგმიური და გადაუდებელი დახმარების მიღება 24/7.
- ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი – თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი უმთავრესი საზრუნავია!
ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები:
- კოხლეარული იმპლანტაცია;
- სტაპედოპლასტიკა;
- ყურის რეკონსტრუქციული ოპერაციები;
- ტიმპანოპლასტიკა;
- წიაღების ენდონაზალურ-ენდოსკოპიური ოპერაციები;
- ცხვირის ძგიდის გამრუდებისა და ნიჟარების კორექცია;
- რინოპლასტიკა;
- ქოანალური ატრეზიის ენდოსკოპიური ქირურგია;
- ადენოტონზილექტომია;
- სახმო იოგის პოლიპი და ახალწარმონაქმნები;
ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
- სმენის სხვადასხვა ტიპის დაქვეითებები;
- ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება;
- ცხვირის დეფორმაცია;
- ცხვირის ძგიდის გამრუდება;
- ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია;
- ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოდიტი, სფენოიდიტი;
- ცხვირის პოლიპოზი;
- ქრონიკული ტონზილიტი;
- ადენოიდების ჰიპერტროფია;
- ქოანალური ატრეზია;
- სახმო იოგის პოლიპი;
- კისრის გვერდითი და შუა ხაზის კისტები;
- ყბაყურა ჯირკვლის ადენომა.
– რა მეთოდით კეთდება ტონზილექტომია?
– ტონზილექტომია „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ტარდება უახლესი ამერიკული აპარატის – ბაიზაქტის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციის უსისხლოდ და ატრავმულად ჩატარებას. შედეგად, პოსტოპერაციული გართულებები (სისხლდენა და ტკივილი) და ჭრილობის რეაბილიტაციის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი.
– როგორ ხდება სმენის გაუმჯობესება?
– სმენის გაუმჯობესება ხდება ტიმპანოპლასტიკის ოპერაციისას, გერმანული წარმოების ტიტანის პასიური იმპლანტებით, რომლებიც, დაახლოებით, 4 მმ სიგრძის ზომისაა. იმპლანტებს შუა ყურში, დაზიანებული სასმენი ძვლების ნაცვლად ათავსებენ.
– როგორ ხდება სუნთქვის გაუმჯობესება?
– თავდაპირველად, ავხსნათ, რა იწვევს სუნთქვის გაუარესებას – ძირითადად, ეს გამოწვეულია ცხვირის ძგიდის გამრუდებით. შესაბამისად, სწორედ ცხვირის ძგიდის გასწორებით ხდება სუნთქვის გაუმჯობესება. ეს ოპერაცია „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ტარდება უტამპონო მეთოდით, სილიკონების გამოყენებით.
– რა მეთოდით ტარდება ჰაიმორიტის დროს, წიაღებზე ოპერაცია?
– ცხვირის დანამატ წიაღებსა და ცხვირის პოლიპოზის დროს, ოპერაცია ტარდება მაოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე მეთოდით ენდოსკოპიურად, ცხვირის ღრუდან ანუ ტრანსნაზალურად, გარე განაკვეთის გარეშე. ოპერაციის დროს ხდება ყველა წიაღის სრული სანაცია, რაც პოლიპოზის განმეორების ანუ რეციდივის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანაა, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტირება – JCI (Joint Commission International) და განახორციელოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი – თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!