გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
ზოგადი ქირურგია

ზოგადი ქირურგია

ზოგადი ქირურგია მოიცავს სხეულის სხვადასხვა სისტემაზე ქირურგიულ ჩარევებს — როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ შემთხვევებში. თანამედროვე ლაპარასკოპიული და მინიმალურად ინვაზიური მეთოდების გამოყენებით, ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს უსაფრთხო, ეფექტურ და სწრაფ აღდგენაზე ორიენტირებულ მკურნალობას.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მერაბ კილაძე, გამოცდილი ქირურგების გუნდთან ერთად: ბაკურ არაბული (ზოგადი ქირურგი), გია ლურსმანაშვილი (თორაკალური ქირურგი), გიორგი აბუსელიძე (თორაკალური ქირურგი), ნინო წერუაშვილი (ზოგადი ქირურგი/პროქტოლოგი) და მუსა ზორლუ (ზოგადი ქირურგი).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — საჭირო ქირურგიული ჩარევის შეფასება და დაგეგმვა;

  • ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია — ნაღვლის ბუშტის მოცილება მინიმალური ჩარევით;

  • ქოლედოქოლითოტომია — სანაღვლე არხიდან კენჭების მოცილება;

  • ქოლედოქის დრენირება — სანაღვლე გზების გამტარობის აღდგენა;

  • ლაპარასკოპიული აპენდექტომია — ბრმა ნაწლავის ანთების (აპენდიციტის) მკურნალობა;

  • ლაპარასკოპიული ფუნდოპლიკაცია — რეფლუქსური დაავადების ქირურგიული მკურნალობა;

  • ლაპარასკოპიული სპლენექტომია — ელენთის მოცილება მცირეინვაზიური მეთოდით;

  • დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია ბიოფსიით — მუცლის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკა;

  • მუცლის ღრუს დრენირება — სითხის ან ინფექციის მოცილება მუცლის ღრუდან;

  • სტანდარტული და მინიინვაზიური ჩარევები — თანამედროვე ქირურგიული ტექნიკით;

  • დიაბეტური ტერფის მკურნალობა და დიაგნოსტიკა — კომპლექსური მიდგომა ინფექციების, წყლულებისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების მართვაში.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის ქირურგიული მომსახურება პაციენტის უსაფრთხოებაზე, სწრაფ რეაბილიტაციაზე და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებით.

მერაბ კილაძე ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბაკურ არაბული ზოგადი ქირურგი
გია ლურსმანაშვილი თორაკალური ქირურგი
გიორგი აბუსელიძე თორაკალური ქირურგი
ნინო წერუაშვილი ზოგადი ქირურგი/პროქტოლოგი
მუსა ზორლუ ზოგადი ქირურგი (სერვისი)
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian