უროლოგია ფოკუსირებულია საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო და გამრავლების ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. ჩვენი მიზანია პაციენტებისთვის უსაფრთხო, ეფექტური და თანამედროვე სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ:
ექიმთან კონსულტაცია — ქალებისა და მამაკაცების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის;
საშარდე სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
მამაკაცის სასქესო და რეპროდუქციული სისტემის დაავადებების მართვა;
გეგმიური და გადაუდებელი უროლოგიური მომსახურება;
მინიმალურად ინვაზიური ქირურგია — რაც გულისხმობს ჰოსპიტალში დაყოვნების დროის შემცირებას და სწრაფ რეაბილიტაციას;
ლაპარასკოპიული ოპერაციები — ონკოლოგიური და არაონკოლოგიური უროლოგიური დაავადებების მკურნალობა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ფლობს საერთაშორისო ოქროს სტანდარტად აღიარებულ JCI აკრედიტაციას, რაც ნიშნავს უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ყველა სერვისზე.
ჩვენი მიზანია პაციენტებისთვის შევქმნათ ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმა, სწრაფი აღდგენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.