გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

ტრავმატოლოგია-ორთოპედია

ტრავმატოლოგია-ორთოპედია მოიცავს ძვლოვან-სახსროვანი სისტემის დაზიანებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ქირურგიას. ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურად მორგებული სამედიცინო მომსახურება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — დაზიანებებისა და ორთოპედიული პათოლოგიების შეფასება;

  • მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროთეზირება — სახსრების სრულად ჩანაცვლება თანამედროვე იმპლანტებით;

  • რეკონსტრუქციული ორთოპედია — მხრისა და კვირისტავის ჩვეული ამოვარდნილობების ქირურგიული მკურნალობა;

  • მტევნისა და ტერფის ქირურგია — რთული ანატომიური სტრუქტურების აღდგენა;

  • ართროსკოპიული ქირურგია — მუხლისა და სხივ-მაჯის სახსრების მცირეინვაზიური ოპერაციები;

  • ტრავმის შემდგომი გართულებების მართვა — ძვლოვანი და სახსროვანი გართულებების რეაბილიტაცია;

  • ოსტეოსინთეზი თანამედროვე მეთოდებით — მოტეხილობების ფიქსაცია მინიმალური ინვაზიით;

  • ბავშვთა ორთოპედიული პათოლოგიების მკურნალობა — ტერფმრუდობა, ბრტყელტერფიანობა, კისერმრუდობა, მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;

  • ბავშვთა ტრავმატოლოგია — მოტეხილობების MIPO ტექნიკით (ელასტიური ღეროების დახმარებით) ფიქსაცია.

ჩვენი მიზანია თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა სრული ფუნქციური აღდგენის მიზნით.

გიორგი ობგაიძე ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლევან ქაჯაია ბავშვთა ორთოპედი
მარკ სინკლერი ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედი
დავით ზაქრაძე ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მტევნის ქირურგი
ლაშა ამილახვარი ტრავმატოლოგ-ორთოპედი
ლევან ჩიკვატია ტრავმატოლოგ-ორთოპედი
გიორგი ჭუმბურიძე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
მალხაზ ხუციშვილი მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
ზაზა ოსიყმაშვილი მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
მიხეილ ლოლაძე მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
ირაკლი გარდავა მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
საბა პაპუაშვილი მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
სოფიკო წილოსანი მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
ბექა ჯულაყიძე მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
ბესიკ ქასრაშვილი მორიგე ტრავმატოლოგ-ორთოპედი
ნონა გალუსტაშვილი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი (სერვისი)
ლევან ფალავანდიშვილი ექიმის ასისტენტი
ლიზა კახაბრიშვილი უმცროსი ექიმი
ცოტნე ჩხიკვაძე უმცროსი ექიმი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 16:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian