გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
თორაკალური ქირურგია

თორაკალური ქირურგია

თორაკალური ქირურგია სპეციალიზებულია გულმკერდის არეში მდებარე ორგანოების — ფილტვების, შუასაყარისა და გულმკერდის სხვა სტრუქტურების — ქირურგიულ მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე. თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდების გამოყენებით, მკურნალობა ხორციელდება მინიმალური ტრამვით და სწრაფი რეაბილიტაციის პირობებში.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს თორაკალურ ქირურგიას წარმართავენ გამოცდილი სპეციალისტები: გია ლურსმანაშვილი და გიორგი აბუსელიძე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფილტვისა და შუასაყარის ქირურგია — ფილტვის, ბრონქების, პლევრის და შუასაყარის დაავადებების მკურნალობა;

  • მინიინვაზიური ქირურგია — თანამედროვე, მცირე ჭრილით შესრულებული ოპერაციები სწრაფი აღდგენისა და მინიმალური გართულების რისკით;

  • გულმკერდის ორგანოების დაავადებების მინიინვაზიური დიაგნოსტიკა — დაზიანებული სტრუქტურების დეტალური შეფასება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით.

ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა ინდივიდუალურად მორგებული მიდგომით.

გია ლურსმანაშვილი თორაკალური ქირურგი
გიორგი აბუსელიძე თორაკალური ქირურგი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian