-
კონსულტაცია შინაგანი მედიცინის ექიმთან — ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეფასება და მართვის გეგმის შედგენა;
-
კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან — ჰორმონალური დარღვევებისა და დიაბეტური მდგომარეობების მართვა;
-
ექოსკოპიური კვლევები — სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ვიზუალიზაცია ადგილზე;
-
ლაბორატორიული კვლევების აღება — ანალიზების ჩატარება პაციენტის საცხოვრებელ გარემოში;
-
საექთნო შეფასება და კონსულტაცია — პაციენტის საერთო მდგომარეობის შეფასება და მოვლის გეგმის შედგენა;
-
ნაწოლების მოვლა და დამუშავება — პრევენცია და მკურნალობა;
-
დრენაჟის მოვლა — სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
-
სტომის მოვლა და დამუშავება;
-
დიალიზის კათეტერის/ფისტულის მოვლა — სისუფთავის და გამტარობის შენარჩუნება;
-
ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა/ამოღება და ზონდით კვება;
-
ნაკერების მოხსნა და ჭრილობის დამუშავება;
-
ვენის კათეტერიზაცია, ინფუზია, კანქვეშა ინექციები — მედიკამენტოზური თერაპიის ჩატარება;
-
შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (ჩადგმა/ამოღება);
-
ტრაქეოსტომოს მოვლა და დამუშავება;
-
ეპიცისტოტომის მოვლა და საჭირო მანიპულაციები;
-
კუნთშიდა და კანქვეშა ინექციები;
-
პაციენტის სრული ჰიგიენური მოვლა — ფიზიკური მდგომარეობის და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენი მიზანია შევუქმნათ პაციენტებს უსაფრთხო და პროფესიონალური გარემო მათ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში, უზრუნველვყოთ ხარისხიანი და პერსონალიზებული სამედიცინო მომსახურება.