გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია ფოკუსირებულია ყურის, ცხვირის, ყელისა და თავისა და კისრის ზონის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაზე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს როგორც კონსერვატიულ, ასევე მინიინვაზიურ და რეკონსტრუქციულ ჩარევებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს არჩილ წულაძე, გამოცდილი სპეციალისტების გუნდთან ერთად: ნინო გუბიანური, ირაკლი ჩლაიძე, სოფიო ჯავახაძე, ირინე ნახუცრიშვილი, ნიკოლოზ ლასურაშვილი, ვახტანგ ჯავახიშვილი (პლასტიკური ქირურგი), იავუზ სელიმ ქაია, ასევე უმცროსი ექიმები ანა ქებულაძე, რაშად ქაბულოვი და ხალიდ მურადოვი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — ოტორინოლარინგოლოგიური მდგომარეობების დეტალური შეფასება;

  • აუდიომეტრია — სმენის ფუნქციის შეფასება;

  • ტიმპანომეტრია — შუა ყურის მდგომარეობის გამოკვლევა;

  • კოხლეარული იმპლანტაცია — სმენის აღდგენის თანამედროვე მეთოდები;

  • სტაპედოპლასტიკა — შუა ყურის ძვლის ან რეკონსტრუქციული ქირურგია;

  • ყურის რეკონსტრუქციული ოპერაციები — დეფექტების კორექცია და აღდგენა;

  • ტიმპანოპლასტიკა — შუა ყურის აღდგენა ტიმპანის დაზიანებების შემთხვევაში;

  • წიაღების ენდონაზალურ-ენდოსკოპიური ოპერაციები — სურდოსა და ქრონიკული სინუსიტის ქირურგიული მკურნალობა;

  • ცხვირის ძგიდის გამრუდებისა და ნიჟარების კორექცია — ცხვირის სუნთქვის ფუნქციის აღდგენა;

  • რინოპლასტიკა — ცხვირის ფორმისა და ფუნქციის ქირურგიული კორექცია;

  • ქოანალური ატრეზიის ენდოსკოპიური ქირურგია — თანდაყოლილი სუნთქვის ბარიერების მკურნალობა;

  • ადენოტონზილექტომია — ადენოიდებისა და ტონზილების მოცილება;

  • სახმო იოგის პოლიპებისა და ახალწარმონაქმნების მოცილება;

  • მიკროლარინგოსკოპია — ხმის იოგების დეტალური გამოკვლევა და მკურნალობა;

  • კისრის რბილი ქსოვილების ქირურგია — კისრის სიმსივნეებისა და წარმონაქმნების ქირურგიული მოცილება;

  • პაროტიდექტომია — სანერწყვე ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობა.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პაციენტის სწრაფი რეაბილიტაცია ინდივიდუალურად მორგებული მიდგომებით.

არჩილ წულაძე ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნინო გუბიანური ოტორინოლარინგოლოგი
ირაკლი ჩლაიძე ოტორინოლარინგოლოგი
სოფიო ჯავახაძე ოტორინოლარინგოლოგი
ირინე ნახუცრიშვილი ოტორინოლარინგოლოგი
ნიკოლოზ ლასურაშვილი ოტორინოლარინგოლოგი (სერვისი)
ვახტანგ ჯავახიშვილი პლასტიკური ქირურგი (სერვისი)
ანა ქებულაძე უმცროსი ექიმი
რაშად ქაბულოვი უმცროსი ექიმი
ხალიდ მურადოვი უმცროსი ექიმი
იავუზ სელიმ ქაია ოტორინოლარინგოლოგი (სერვისი)
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 16:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian