გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
ნევროლოგია

ნევროლოგია

ნევროლოგია შეისწავლის ნერვული სისტემის დაავადებებს, მათ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობების მაღალპროფესიულ მომსახურებას.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს ნევროლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს იოსებ დუშაშვილი, ხოლო ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრს — ნინო გზირიშვილი. გუნდი მოიცავს გამოცდილ ნევროლოგებს: ნინო ჯიმშელაძე, გურანდა ქენქაძე, ნონა რიჟამაძე, ნინო კუკულაძე, თამარ მიქაძე, სალომე ფირცხელავა და მაია ტიღაშვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;

  • სტაციონარული სერვისი — მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობების ჰოსპიტალური მართვა;

  • დღის სტაციონარი — ინფუზიური თერაპიის სეანსები;

  • ზოგადი ნევროლოგია — ფართო სპექტრის ნევროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • თავის ტკივილის ცენტრი — ქრონიკული და მწვავე თავის ტკივილების მართვა;

  • ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრი — სპეციალიზებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა — მიოპათიები, ნევროპათიები და სხვა;

  • დეგენერაციული დაავადებების მართვა — დემენცია, პარკინსონი და სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევები;

  • ნეიროიმუნოლოგია — აუტოიმუნური ნერვული დაავადებების მართვა.

დიაგნოსტიკური სერვისები:

  • ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) — დღისა და ღამის რეჟიმში, ხანმოკლე და ხანგრძლივი მონიტორინგი;

  • პოლისომნოგრაფია — ძილის დარღვევების სრული გამოკვლევა;

  • ელექტრონეირომიოგრაფია (ENMG) — ნერვებისა და კუნთების ფუნქციური კვლევა;

  • ნეიროულტრასონოგრაფია — სისხლძარღვოვანი და სტრუქტურული ნევროლოგიური ანომალიების შეფასება.

ჩვენი მიზანია პაციენტებისთვის შევქმნათ ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სტანდარტებსა და უახლეს დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებზე.

იოსებ დუშაშვილი ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნინო გზირიშვილი ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების  დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნინო ჯიმშელაძე ნევროლოგი
გურანდა ქენქაძე მორიგე ნევროლოგი
ნონა რიჟამაძე მორიგე ნევროლოგი
ნინო კუკულაძე მორიგე ნევროლოგი
თამარ მიქაძე მორიგე ნევროლოგი
სალომე ფირცხელავა ნევროლოგი
მაია ტიღაშვილი ნევროლოგი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian